ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქოს სადავო ტერიტორიები თუ არ დავუბრუნეთ, ომი გველის - სომხეთის პრემიერი


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთს შესაძლოა აზერბაიჯანთან ომი მოუწიოს, თუ ერევანი ბაქოსთან კომპრომისზე არ წავა და მას ოთხ აზერბაიჯანულ სოფელს არ დაუბრუნებს, რომელსაც სომხეთი 1990-იანი წლებიდან აკონტროლებდა. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 19 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა.

ვიდეოში ფაშინიანი ამბობს, რომ კომპრომისი და სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანთან "კვირის ბოლომდე" უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქოსთან ომის დიდი შანსია და მისი თქმით, ისიც "ვიცი, ეს ომი რით დასრულდება".

ერთი დღით ადრე, ფაშინიანი ჩრდილოეთ სომხეთის ტავუშის პროვინციაში სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შეხვდა. სოფელი ტავუში მიტოვებული აზერბაიჯანული სოფლების მახლობლად მდებარეობს, რომლებსაც ერევანი 1990-იანი წლების დასაწყისიდან აკონტროლებდა.

ოთხი სოფელი, რომლებიც 30 წელზე მეტია დაუსახლებელია, ერევნისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობასს ატარებს. ისინი სომხეთს და საქართველოს საზღვრებს შორის გამავალ, მთავარ გზაზე მდებარეობს.

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მისი მიწების დაბრუნება აუცილებელი წინაპირობაა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რათა დასრულდეს მთიან ყარაბაღში სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი. ეს მოიცავს რამდენიმე პატარა ანკლავსაც, რომლებიც მთლიანად გარშემორტყმულია სომხეთის ტერიტორიით.

ბაქომ მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორია გასულ სექტემბერში სამხედრო მოქმედებებში მიღწეული წარმატების შედეგად დაიბრუნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG