ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო: სომხეთის დახმარებით, საფრანგეთი კავკასიაში ახალ ომს უწყობს ხელს


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს საფრანგეთი დაადანაშაულა იმაში, რომ სომხეთისთვის იარაღის მიწოდებით, ის სამხრეთ კავკასიაში ახალ ომს ახალისებს.

ბაქოში, დეკოლონიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე თავისი გამოსვლა ალიევმა საფრანგეთის წინააღმდეგ კრიტიკისთვის გამოიყენა. პარიზმა გასულ თვეში განაცხადა, რომ დათანხმდა ახალ კონტრაქტებს სომხეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე.

„საფრანგეთი დესტაბილიზაციას ახდენს არა მხოლოდ თავის წარსულ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, სეპარატისტული ტენდენციებისა და სეპარატისტების მხარდაჭერით“, - განაცხადა ალიევმა 21 სექტემბერს.

მისი თქმით, საფრანგეთი "სომხეთის შეიარაღებით, ახორციელებს მილიტარისტულ პოლიტიკას, ხელს უწყობს რევანშისტულ ძალებს სომხეთში და ამზადებს ნიადაგს ახალი ომების დასაწყებად ჩვენს რეგიონში".

პასუხად, საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ამბობს, რომ საფრანგეთი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც სუვერენიტეტისა და საზღვრების პატივისცემის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.

სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ორი ომი გაიმართა. ალიევმა დიდ გამარჯვებას მიაღწია ამ წლის სექტემბერში, როცა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია, ყარაბაღის რეგიონი დაიბრუნა. ყარაბაღში ეთნიკური სომხები 1990-იანი წლების დასაწყისიდან დე-ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ. ბოლო მოვლენების შემდეგ, 100 000-ზე მეტი სომეხი ყარაბაღიდან სომხეთში გაიქცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG