ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამანტა პაუერი ერევანში ჩავიდა


ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ერევანში ჩაფრინდა. პრეს-სპიკეერ ჯესიკა ჯენინგსის თანახმად, პაუერი ერევანში სომეხი ხალხისთვის ამერიკის პარტნიორობის საჩვენებლად და ამერიკის მხრიდან სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად ჩავიდა.

მას ასევე სურდა პირადად მოესმინა მთიანი ყარააბაღის კონფლიქტით დაზარალებულებისთვის. პაუერს ვიზიტისას შეუერთდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იური კიმი.

პაუერმა ვიზიტი გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან დაიწყო, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და მას დაუდასტურა პარტნიორობის სურვილი და ამერიკის ერთგულება იმის თაობაზე, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები სომხეთის რეფორმებზე მოწადინებულ ხელისუფლებასთან.

სამანტა პაუერმა თანადგომა გამოუცხადა ფაშინიანს დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარების გზაზე.

მან ასევე ისაუბრა სომეხი ლტოლვილების და მთიან ყარაბაღში დარჩენილი ეთნიკური სომხების დახმარებისთვის საჭირო ნაბიჯებზე.

XS
SM
MD
LG