ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას. ვანგ ის თქმით, პეკინის პოზიცია თანხვედრაშია ქვეყნების უმეტესობის სურვილებთან და ამას დრო გამოაჩნეს.
„ჩინეთისთვის არასდროს იქნება მისაღები რაიმე სახის გარე იძულება, ან ზეწოლა და ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარ უსაფუძვლო ბრალდებებსა და ეჭვებს“ - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ვანგის მიერ ჟურნალისტებთან გამართული საუბრის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ვიდეო ზარით ისაუბრესჩინეთის პირველი დიპლომატის ამ განცხადებას, წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბარი. ჯო ბაიდენმა, სი ძინ პინი იმ „შედეგების“ შესახებ გააფრთხილა, რომელიც პეკინის მიერ, რუსეთის მატერიალური მხარდაჭერის შემთხვევაში დადგება.
საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სი ძინ პინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველთვის იყო ძალა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
”ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით მშვიდობას და ვეწინააღმდეგებოდით ომს”, - თქვა ვანგმა და გაიმეორა, რომ ჩინეთი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ასევე ნახეთ: პეკინი აცხადებს, რომ ტაივანის საკითხს შეუძლია აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს