მსოფლიო ბრენდების ათეულში კვლავ ამერიკული კომპანიები ჭარბობენ და პირველობასაც არავის უთმობენ, თუმცა „კანტარის“ გამოკვლევებით ირკვევა, რომ ჩინურმა ბრენდებმა ევროპულ ბრენდებს მნიშვნელოვნად აჯობეს და მსოფლიო ბრენდების ათეულში პოზიციები გაიმყარეს.
მსოფლიო ბრენდების ათეული ასე გამოიყურება:
- ამაზონი (აშშ) 683.852 მილიარდი ამერიკული დოლარი
- ეფლი (აშშ) 611.997 მილიარდი ამერიკული დოლარი
- გუგლი (აშშ) 457.998 მილიარდი ამერიკული დოლარი
- მაიკროსოფტი (აშშ) 410. 271 მილიარდი ამერიკული დოლარი
- ტენსენტი (ჩინეთი) 240.931 მილიარდი ამერიკული დოლარი
- ფეისბუქი (აშშ) 226.744 მილიარდი ამერიკული დოლარი
- ალიბაბა (ჩინეთი) 196.912 მილიარდი ამერიკული დოლარი
- ვიზა (აშშ) 191.285 მილიარდი ამერიკული დოლარი
- მაკდონალდსი (აშშ) 154.921 მილიარდი ამერიკული დოლარი
- მასტერქარდი (აშშ) 112.875 მილიარდი ამერიკული დოლარი
კვლევა მსოფლიო ბაზარზე კვლევითმა ორგანიზაციამ „კენტარმა“ ჩაატარა. გასული წლის მსგავსად სიას ამერიკული კომპანია „ამაზონი“ ლიდერობს. კომპანია 1994 წელს ამერიკელმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა დააფუძნა. მყარ პოზიციას ინარჩუნებს კომპანია „ეფლიც“. ამერიკული კომპანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერობას უკვე წლებია არავის უთმობს.
ჩინური კომპანია „ალიბაბა“ მეშვიდე ადგილს იკავებს, ხოლო „ტენსენტი“ მეხუთე ადგილზეა. თუმცა, პირველ და მეორე ადგილზე მყოფ ამერიკულ ბრენდებთან სხვაობა ასობით მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
კვლევის მიხედვით მსოფლიო ბრენდების ათეულში არცერთი ევროპული კომპანია არ მოხვდა. „კანტარის“ გლობალური სტრატეგიის დირექტორი ამბობს, რომ ჩინური ბრენდები ბაზარზე ნელა პროგრესირებენ, მაგრამ წინ სტაბილურად მიიწევენ. წელს მსოფლიო ბრენდების ათეულში მხოლოდ 2 ჩინური კომპანია მოხვდა, 8 ადგილს კი ამერიკული კომპანიები იკავებენ.
ტოპ 100
„კენტარის“ კვლევით ირკვევა, რომ მსოფლიოს 100 უმხსვილეს კომპანიას შორის ჩინური ბრენდები ზრდას აჩვენებენ, მაშინ როცა ევროპული ბრენდების მაჩვენებლები მცირდება. თუ ერთი წლის წინ მსოფლიოს 100 კომპანიაში ჩინური ბრენდების წილი 11 პროცენტს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 14 პოცენტამდეა გაზრდილი, ხოლო ევროპული ბრენდების პროცენტული წილი 8 პროცენტს შეადგენს.
„კენტარის“ მიერ მომზადებული მონაცემებით მსოფლიო ბრენდების ასეულში ფრანგული კომპანია „ლუი ვიტონი“ მოხვდა. ის სიაში 21-ე ადგილს იკავებს.
გერმანული - SAP software group „საპ პროგრამული ჯგუფი“ სიაში 26-ე ადგილს იკავებს.
სიაში მოხვდა ერთადერთი ბრიტანული კომპანია „ვოდაფონი“ რომელიც ბრენდების 100-ულში მე-60-ე ადგილს იკავებს.
ისევე როგორც მსოფლიო ბრენდების ათეულში, ასეულშიც ამერიკული ბრენდები ჭარბობენ. მსოფლიო ბრენდების ასეულის მონაცემებით ამერიკული ბრენდების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია.
Facebook Forum