ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფეისბუქის“ აუდიო ოთახები - კონკურენცია იზრდება


მზარდი კონკურენციის პირობებში, კომპანია „ფეიქბუქი“ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. უახლოეს პერიოდში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობას პოდკასტებს შესთავაზებს. რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში სატესტო ვერსია ჩაეშვა.

პირველ ეტაპზე ე.წ. აუდიო შეხვედრების ორგანიზება საზოგადოებისთვის პოპულარულ სახეებს შეეძლებათ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ფეისბუქისგან ე.წ. ლურჯი ნიშანი აქვთ მინიჭებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ანგარიშები დადასტურებულად ავტორს ეკუთვნის. „აუდიო ოთახები“ ამ დროისთვის მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი, უახლოეს პერიოდში კი კომპანია გეგმავს ეს სერვისი მსოფლიო მასშტაბით გახდეს ხელმისაწვდომი.

„ფეისბუქის“ ე.წ. აუდიო ოთახები მომხმარებელს საშუალებას მისცემს პირდაპირ ეთერში ესაუბრონ ერთმანეთს და სხვადასხვა საკითხზე მოსაზრებები გაცვალონ. „აუდიო ოთახები“ მსოფლიოში პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა და პირველი ასეთი სერვისი საზოგადოებას სოციალურმა ქსელმა „კლაბჰაუსმა“ შესთავაზა. მალე პლატფორმამ მილიონობით მომხმარებელი შეიძინა.

"ქლაბჰაუსი" - ახალი სოციალური ქსელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა „კლაბჰაუსში“ პირდაპირ ეთერში სასაუბროდ რუსეთის პრეზიდენტიც კი მიიწვია, თუმცა ვლადიმირ პუტინისგან თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია. კრემლში ამბობდნენ, რომ ჯერ სოციალური ქსელი უნდა შეესწავლათ. შეისწავლეს თუ არა „კლაბჰაუსი“, კრემლში ეს ამ დრომდე უცნობია.

მას შემდეგ რაც ახალმა სოცილალურმა ქსელმა მილიონობით ადამიანი მიიზიდა, გიგანტმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა როგორიცაა „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“ მალევე გაავრცელეს ანონსი, რომ ისინი დაამატებდნენ „აუდიო ოთახებს. „ტვიტერმა“ ეს სერვისი მოხმარებაში გასულ თვეში ჩაუშვა, „ფეისბუქმა“ პირველი საჯარო სატესტო „აუდიო ოთახი“ გასულ კვირაში აამოქმედა.

„აუდიო ოთახების“ მომხმარებელთა რაოდენობა ბევრია, თუმცა ამ დრომდე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დაცვის კუთხით. მართალია, რომ ყველა ადამიანს ეკრძალება საუბრების ჩაწერა და ამ ფუნქციას აპლიკაცია არავის სთავაზობს, თუმცა სხვა მოწყობილობის მეშვეობით „აუდიო ოთახებში“ გამოთქმული პოიზიციების ჩაწერა შესაძლებელია. ეს კი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

"ფეისბუქი“ ირწმუნება, რომ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დასაცავად არაერთ ხერხს მიმართეს. მაგრამ, რამდენად იმუშავებს ეს მექანიზმები, „აუდიო ოთახების“ ფართო მასების გამოყენების შემდეგ გახდება ცნობილი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG