ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა "ტვიტერი" დააჯარიმა


რუსეთი "ტვიტერთან" ბრძოლას განაგრძობს. რამდენიმე საათის წინ სასამართლომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი "ტვიტერი" 42 011 (3.2 მილიონი რუბლი) ამერიკული დოლარით დააჯარიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ტვიტერმა" არ შეასრულა კრემლის მითითებები და პლატფორმიდან არ აიღო აკრძალული შინაარსის შემცველი მასალა.

მოსკოვი სამ კვირაზე მეტია რაც "ტვიტერისგან" მისი მითითებების შესრულებას ითხოვს. თავდაპირველად კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება შეენელებინა რუსეთიდან "ტვიტერზე" შესვლის საოპერაციო დრო. ამ გზით კრემლი შეეცადა რუსეთში "ტვიტერის" მოხმარება გაერთულებინა ხოლო ამერიკული გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია ეიძულებინა მისი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა.

ერთ კვირაში კი "ტვიტერს" კრემლის მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ეწურება, რომლის შემდეგაც რუსეთში შესაძლოა გავლენიანი სოციალური ქსელი ქვეყანაში სრულად დაბლოკონ. "როსკომნდაზორში" მარტში თქვეს, რომ თუ "ტვიტერი" აკრძალული შინაარსის მასალას პლატფორმიდან არ აიღებდა, ისინი სოციალურ ქსელს რუსეთში დაბლოკავდნენ.

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე "ტვიტერს" განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მანამდე კომპანიაში ამბობდნენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლო იყო და კრემლის მიზანი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზრუდვა იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG