ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთსა და "ტვიტერს" შორის დაპირისპირება გრძელდება 


რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელსა და ამერიკულ "ტვიტერს" შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად რუსეთი უკმაყოფილოა იმ ტემპით, რომლითაც გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია რუსული შინაარსის კონტენტის წაშლას ახდენს. როგორც კრემლში ამბობენ, საუბარია ბავშვთა პორნოგრფიაზე, ნარკოტიკებზე და სხვა აკრძალული მასალების გავრცელებაზე. როსკომნადზორი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ამ დრომდე ხელმისაწვდომია მასალების დიდი ნაწილი.

ამ დროისთვის "ტვიტერის" გამოყენების სიჩქარე რუსეთში შენელებულია. კრემლმა ეს გადაწყვეტილება 16 მარტს მიიღო. ბრძოლა გიგანტი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ კრემლმა მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინის მთავარი კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაკავების შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით აქციების ორგანიზება და ინფორმაციის გავრცელება უფრო აქტიური გახდა. კრემლში ამბობდნენ, რომ "ტვიტერში" ორგანიზებულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციებზე სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები, შესაბამისად კრემლი ამ შინაარსის მასალების აღებასაც ითხოვს.

ბრალდებებს "ტვიტერი" არაერთხელ გამოეხმაურა. ტექნოლოგიური კომპანია განმარტავს, რომ "ტვიტერი" წლის განმავლობაში საკუთარი პლატფორმიდან სწრაფად ახდენს აკრძალული შინაარსის პოსტების წაშლას და მათი გამავრცელებლების დაბლოკვას. ბოლო განცხადებაში კი გიგანტმა სოციალური მედიის კომპანიამ თქვა, რომ მსოფლიოში მთავრობები მათ წინააღმდეგ იბრძვიან. გასულ კვირას "ტვიტერში" შემაშფოთებელი უწოდეს მოსკოვის მოთხოვნებს და თქვეს, რომ ეს მოთხოვნები სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული.

თავის მხრივ კი კრემლი "ტვიტერის" მიმართ ულტიმატუმის ენით საუბარს აგრძელებს. რუსეთში 3 კვირაში შესაძლოა სოციალურ ქსელი "ტვიტერი" სრულად დაბლოკონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG