კლიმატის აქტივისტები პარიზში (საფრანგეთი) შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტის საგანი კი ამერიკული კომპანია "ამაზონი" და საფრანგეთში მისი საქმიანობაა. ისინი ეწინაააღმდეგებიან კომპანიის გაფართოებას საფრანგეთში.
"ამაზონი" ანადგურებს სამუშაო ადგილებს და კლიმატს საფრანგეთში. ის გეგმავს, რომ უკვე არსებულ ათობით საწყობს, ახალი შენობები დაუმატოს. ჩვენ მოვითხოვთ [ახალი შენობების მშენებლობის] შეჩერებას", ამბობს სენდი ოლივარ კალვო, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პარალელურად, 400-ზე მეტმა კანონმდებელმა, 34 სხვადასხვა ქვეყნიდან, ხელი მოაწერა წერილს, რომელიც "ამაზონის" დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს გაუგზავნეს. წერილში ნათქვამია, რომ კანონმდებლები მხარს უჭერენ კამპანიას, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიამ "თავიდან აიცილა მათთან დასაქმებულების, საზოგადოებისა და პლანეტის წინაშე ვალების გასწორება".
კამპანიას, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, "აიძულე ამაზონს გადაიხადოს" ჰქვია და ის 2020 წლის 27 ნოემბერს დაიწყო. ყველაფერი ე.წ "შავ პარასკევს" დაიწყო, როდესაც 50-ზე მეტმა ორგანიზატორმა მოითხოვა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და კომპანიის გადასახადების შესახებ სრული, გამჭვირვალე პროცესის წარმოება.
წერილის ხელმომწერებს შორის არიან ამერიკელი კონგრესმენი ქალები ილჰან ომარი და რაშიდა თლაიბი. ასევე, ბრიტანეთის ლეობორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი კორბინი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰეიდი ჰაუტალა.
”ჩვენ მკაცრად მოგიწოდებთ , რომ იმოქმედოთ თქვენი პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაცვლელად, რათა სწორად მოექცეთ თქვენს დასაქმებულებს, მათ საზოგადოებას და ჩვენს პლანეტას", - ნათქვამია წერილში.
"ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი კანონმდებლობების პერსპექტივიდან გამომდინარე, მხარი დავუჭიროთ მოძრაობას, რომელიც მოითხოვს, რომ "ამაზონმა" სწორი ნაბიჯები გადადგას", ვკითხულობთ კანონმდებლების წერილში.
Facebook Forum