ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზახაროვა: ნატო საქართველოს და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ "გეშავს"


მოსკოვი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო აქტიურობით შეშფოთებულია. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს. მარია ზახაროვა ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რეგიონის უსაფრთხოებას არყევს. ამასთან, საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნატო საქართველოსა და უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ „გეშავს“.

"მიმდინარეობს ბულგარეთისა და რუმინეთის ინფრაქტრუქტურის მოდერნიზება, მათ ტერიტორიაზე ხდება შეტევითი შეიარაღების განთავსება, სწავლებებზე მუშავდება სცენარები, რომლებიც გულისხმობს და ითვალისწინებს იერიშებს, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე“ - აცხადებს ზახაროვა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის პარალერელუად, ალიანსის გენერალურმა მდივნმა განცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი აგრძელებს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სამხედრო ძალებს ზრდის ყირიმში და სულ უფრო აქტიურად განათავსებს საკუთარ ძალებს შავი ზღვის რეგიონში, რასაც ნატო პასუხობს რეგიონში ყოფნის გაძლიერებით ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.

საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე, ნატომ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან, ალიანისმა მხარი დაუჭირა ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლებას. განახლებული პაკეტი ხაზს უსვამს ჰიბრუდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივ ძალისხმევას და შავი ზღვის რეგიონში, ერთობლივი წრთვნების გამართვას.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“ - ასე შეაფასა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება, დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განახლებული პაკეტი მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე, წრთვნისა და აღჭურვის საქმიანობის გაფართოების მიმართულებით. ამასთან, საქართველოს პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ „არსებითი პაკეტი“ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, აახლოვებს ნატოს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG