სინოპტიკოსების პროგნოზით, შეერთებული შტატების დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ზამთრის შტორმი ვრცელდება და ის კონტინენტის შუაგულამდე ბევრ შტატს დაატყდება თავს. ამინდის ეროვნული სამსახური გაფრთხილებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელია რეკორდული თოვა, ძლიერი ქარბუქი, მკაცრი სიცივე, პრობლემები აეროპორტებში, ტრასებზე და გზებზე.
22-23 თებერვალს არაერთ შტატში ქარის სიჩქარე საათში 97 კილომეტრს მიაღწევს. მოსალოდნელია 60 სანტიმეტრზე მეტი თოვლი. ეს ყოველივე ჩრდილო-დასავლეთ შტატებში, განსაკუთრებით კი მინესოტაში, სამანქანო გზებზე გადაადგილებას გაართულებს, ნათქვამია გაფრთხილებაში.
სრული კონტრასტია ამერიკის სამხრეთ შტატებში, სადაც სითბო ზოგან 32 გრადუს ცელსიუსსაც აჭარბებს. ორლანდოს შტატში წლის ამ დროისთვის რეკორდული სიცხეებია. მონტანის შტატში კი -27 გრადუს ყინვას ელიან. დიდთოვლობაა მოსალოდნელი ნიუ-ჰემფშირის, ვერმონტისა და მეინის შტატებში.
თოვლს კალიფორნიის შტატშიც ელიან. სამშაბათს ძლიერი ქარების გამო კალიფორნიის 163 000 ოჯახს და ბიზნესს ელექტროენერგია შეუწყდა. სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში ქარის სიჩქარე საათში 109 კილომეტრს აღემატებოდა.
Facebook Forum