ამერიკის აღმოსავლეთ შტატებში ტენესიდან ნიუ-იორკამდე ძლიერ ქარს და უფრო ძლიერ თოვლს ელოდებიან. ეს სინოპტიკოსების აზრით, 2022 წლის ზამთრის სეზონის პირველი "ბომბი ციკლონი" იქნება ამ რეგიონში. ამის შესახებ მეტეოროლოგიური სამსახურის "აქუვედერის" წარმომადგენლები აცხადებენ.
"ბომბი ციკლონი" არის ამინდი, როდესაც, ბარომეტრული წნევა ძალიან სწრაფად ეცემა და ეს ძლიერ ქარსა და დიდი ოდენობის ნალექს იწვევს.
ყველაზე დიდი თოვლი მერილენდში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ტენესის შტატებში ხუთშაბათ ღამით მოვიდა. დამატებით 7.5 სმ თოვლი დედაქალაქშიც მოვიდა. ეს ამ კვირაში უკვე მეორე თოვლიანი ქარბუქია.
ნიუ-იორკში პარასკევ ღამით 15.24 სმ თოვლი მოვიდა. კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს უდიდეს ნაწილში ზამთრის შტორმის საგანგაშო სიგნალებია ამოქმედებული.
ამ კვირის დასაწყისში თოვლიანი ქარბუქი ამერიკის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთში შეინიშნებოდა. სკოლები დაიკეტა, თვითმფრინავების რეისების ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა, ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
Facebook Forum