ოთხშაბათ დილისთვის, შეერთებული შტატების ლიდერებმა, 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელ პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც დასაქმებულებს და ბიზნესებს, კორონავირუსის აფეთქებასთან გამკლავებაში დაეხმარება.
კანონპროექტის ტექსტი ოთხშაბათ დილით უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც სენატში კენჭისყრა შედგება. სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.
სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ კანონპროექტი “იდეალურისგან შორს” არის, მაგრამ სწრაფად უნდა დამტკიცდეს. მისი თქმით, “ამერიკის ისტორიაში უდიდესი დახმარების პაკეტზე ორპარტიული შეთანხმება გვაქვს. ეს საზეიმო მომენტი არ არის. ის აუცილებლობითაა ნაკარნახევი.”
უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა კი თქვა, რომ “დახმარება უკვე გზაშია.”
მან ეს ღონისძიება დაახასიათა, როგორც კარგი ახალი ამბავი ქვეყნის ექიმებისთვის და ექთნებისთვის, რომელთაც კორონავირუსიანი პაციენტების მოსავლელად მეტი დაფინანსება და დამცავი აღჭურვილობა სჭირდებათ. ასევე ოჯახებისთვის, რომლებიც მიიღებენ ჩეკებს, რაც შეერთებული შტატების ეკონომიკაში “ტრილიონობით დოლარის შედინების” ძალისხმევის ნაწილი იქნება. მაკკონელის თქმით, “სინამდვილეში, ეს ჩვენ ქვეყანაში ომის პერიოდის შესაბამისი დონის ინვესტირებაა.”
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ბევრ შტატში ისეთი ბიზნესების დაკეტვის ბრძანებებმა, როგორიცაა რესტორნები, ბარები და კინოთეატრები, მას სურს ამერიკის ეკონომიკის ხელახლა ამუშავება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.
დახმარების პაკეტი, ამერიკელების 90 პროცენტისთვის და ამერიკული ბიზნესების უზარმაზარი სეგმენტისთვის თანხის პირდაპირ გაგზავნას გულისხმობს, რათა ისინი კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს გაუმკლავდნენ.
ოთხსულიანი ამერიკული ოჯახების უმეტესობა, დახმარების სახით 3 ათას დოლარს მიიღებს. პაკეტი ასევე ბიზნესებისთვის 500 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხების პროგრამას ითვალისწინებს, რომლებსაც ზოგიერთი კრიტიკოსი “პოლიტიკური ქრთამის ფულს” უწოდებს, რადგან ხაზინის დეპარტამენტს ექნება ფართო უფლებამოსილება გადაწყვიტოს, თუ სესხს ვინ მიიღებს, მის დახარჯვაზე კი ანგარიშვალდებულდებულების ძალიან მცირე ხარისხი წესდება.
ამის გამო დაამატეს საზედამხედველო კომისია, რომელიც მთავრობის მიერ ბიზნესებისთვის ფულის გადაცემას შეამოწმებს, რათა მისი სათანადოდ ხარჯვის უზრუნველყოფა მოხდეს.
Facebook Forum