ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის მსხვერპლის რიცხვმა მსოფლიოში 10 ათასს გადააჭარბა


კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა რიცხვმა მსოფლიოში 10 ათასს გადააჭარბა. “კოვიდ-19” -ით 244,500-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ხუთშაბათს, შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის გუბერნატორმა გავინ ნიუსომმა, დასავლეთის ამ შტატის შტატის 40 მილიონიან მოსახლეობას, დაავადებასთან ბრძოლის ფარგლებში სახლებში დარჩენა უბრძანა.

ნიუსომმა მანდატი მას შემდეგ გამოსცა, რაც კალიფორნიაში 958 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა და 19 გარდაიცვალა.

მთელი შტატისთვის გამოცემული ბრძანება, ხუთშაბათს ლოს-ანჯელესის მიერ დაწესებულ აკრძალვას მოჰყვა, რომლითაც სავაჭრო ცენტრები, არა-პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები და სათამაშო მოედნები დაიხურა.

ხუთშაბათს, ნიუსომმა კონგრესს ფედერალური ფონდიდან, ჯანდაცვის მოსალოდნელი ხარჯების დასაფარად, რომელიც დაავადებასთან იქნება დაკავშირებული, 1 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა.

ინფიცირებული პაციენტების შესაძლო მოზღვავების მოლოდინის გამო, კალიფორნიის გუბერნატორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ლოს-ანჯელესის პორტში სამხედრო-საზღვაო ძალების გემ-ჰოსპიტლის გაგზავნა სთხოვა.

ამ დროისთვის კი იტალია პანდემიის ეპიცენტრად იქცა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო.

ხუთშაბათის მონაცემებით, იტალიის ოფიციალური პირები 3405 გარდაცვალების შესახებ იუწყებოდნენ, ჩინეთში კი ეს რიცხვი 3248-ზე გაჩერდა.

იტალიაში ხანდაზმული მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, 65 წელს გადაცილებული ადამიანები კი კორონავირუსის მიმართ უაღრესად მგრძნობიარე არიან.

XS
SM
MD
LG