ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები კიდევ ერთ ფინანსურ პაკეტს უყრიან კენჭს


ამერიკელი კანონმდებლები ხუთშაბათს ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე იმუშავებენ. სენატის რესპუბლიკელი ლიდერი ირწმუნება, რომ კანონმდებლები არ დაიშლებიან, სანამ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. მიჩ მაკკონელის თქმით, დემოკრატ კოლეგებთან მოლაპარაკებები მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.

წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის სპიკერი ნენსი პელოსი და სენატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ამბობენ, რომ ეკონომიკური გეგმა და მისი დამტკიცების პროცესი გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თეთრ სახლს რომ მოლაპარაკებებში ორივე მხარე ჩაერთო.

შუმერმა საკუთარი გეგმასაც წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, 750 $ მილიონი დოლარი უმუშევრად დარჩენილთა დასახმარებლად, მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად და ბავშვებზე ზრუნვისა თუ ჯანდაცვის სპეციალისტების დასაფინანსებლად უნდა გამოიყოს.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია კი ცდილობს აამოქმედოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ტრილიონ 300 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას გულისხმობს, როგორც ბიზნესების ისე იმ ინდივიდუალური პირების დასახმარებლად, რომლებიც ვირუსმა დააზარალა.

კონგრესმა მარტის დასაწყისში უკვე დაამტკიცა 8 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ოდენობის ოაკეტი, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაზღუდად და ვაქცინის შესამუშავებლად იყო საჭირო. ამერიკაში ამ დროისთვის 8000-მდე ადამიანია ინფიცირებული. 145 ადამიანი გარდაიცვალა.

დასაქმებაზე ვირუსის გავრცელების შესაზღუდი ღონისძიებების გავლენა ბევრს გლობალური ეკონომიკური კრიზისის მოლოდინს უჩენს. ოთხშაბათს კი კანონმდებლებმა კიდევ ერთ, 105 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც ვირუსის გავლენის შემცირებას გულისხმობს უფასო ტესტირების, ანაზღაურებადი შვებულების (ბიულეტენის) საათებსა და სხვა ზომებს გულისხმობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG