ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირუსისგან მიყენებული დარტყმის შესარბილებლად, ამერიკელებმა შესაძლოა მთავრობისგან დახმარება მიიღონ


შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა აპირებს ამერიკელებს ფული პირდაპირ გაუგზავნოს, რათა მათ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დარტყმა შეუმსუბუქოს.

სამშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აკრედიტებულ ჟურნალისტებს უთხრა: “ვფიქრობ, რამეს ვიღონებთ, რათა ფული ხელმისაწვდომი ძალიან სწრაფად გახდეს.”

ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინიმ, რომელიც ბრიფინგის ოთახის პოდიუმზე ტრამპის გვერდით იდგა, თქვა: “პრეზიდენტმა დამავალა, რომ ეს ახლავე გავაკეთო. ვაპირებთ, ამერიკელებს ჩეკები დაუყოვნებლივ გავუგზავნოთ და სწორედ ამას ვგულისხმობ, შემდეგ ორ კვირაში”.

ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ კონგრესმა 850 მილიარდი დოლარით ეკონომიკის სტიმულირება დაამტკიცოს, რომელშიც შედის 250 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი სესხებისთვის და 50 მილიარდი დოლარი ქვეყნის ავიახაზების დასახმარებლად, როგორც საგანგებო სტიმულირების პაკეტის ნაწილი.

ეს, წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებულ, 100 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის პაკეტს დაემატება. კანონი უზრუნველყოფს ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად შვებულებას, უმუშევრობის დაზღვევას და სხვა შეღავათებს იმ დასაქმებულებისთვის, რომლებზეც ქვეყანაში “კოვიდ-19” ის გავრცელებამ ზემოქმედება მოახდინა.

კონგრესისთვის გაგზავნილი თხოვნის შესახებ ტრამპმა თქვა: “ყოველ ორ-სამ დღეში პატარა შეხვედრების ნაცვლად, გვსურს დიდი შედინება გვქონდეს. დიდ მასშტაბს ვგეგმავთ და სწორედ ასე მოხდება”.

ამ განცხადებამ ამერიკელი საფონდო ბირჟების მოვაჭრეები გარკვეულწილად გაამხნევა და სამშაბათ დილის დანაკარგების შემდეგ, მთავარი მონაცემების საშუალო მაჩვენებელი გაუმჯობესდა. დოუ ჯონსის ინდექსმა 1 050 პუნქტით აიწია, რაც 5.2-პროცენტიან ზრდას უდრის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG