ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის ფასებმა და კორონავირუსის შიშმა, ფინანსური ბაზრებზე ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია


ორშაბათს, ფინანსურმა ბაზრებმა მკვეთრი ვარდნა განიცადა. ვარდნას ორი მიზეზი ჰქონდა, ნავთობის ფასის მკვეთრი დაკლება და 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი.

ნავთობის წამყვან მომპოვებლებს შორის შეუთანხმებლობამ, მოთხოვნის შემცირებასთან ერთად ნავთობის მიწოდება შეეკვეცათ, ფასის უწყვეტი ვარდნა გამოიწვია და ის 30 პროცენტით შემცირდა.

ამ ორმა ფაქტორმა იაპონიაში აქციების ფასი 5 პროცენტით, ჰონგ-კონგის ჰენგ სენგი, 4 პროცენტზე მეტით და შანხაის კომპოზიტი ინდექსი 3 პროცენტით დავარდა.

ბრიტანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში, ორშაბათს ბაზრებზე დიდი ვარდნა აღინიშნა. შეერთებულ შტატებში, ორშაბათის ვაჭრობის დაწყებამდე, ბაზრებზე აქციების ვადიანი გარიგებების 5 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG