ჰონგ-კონგში სამედიცინო სფეროს თანამშრომლები მეორე დღეა გაფიცულები არიან. გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით ჩინეთში უკვე 425 ადამიანი გარდაიცვალა.
გასულ ღამეს ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სახმელეთო თუ საზღვაო მიმოსვლის და სასაზღვრო ტერიტორიის ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ორშაბათს თითქმის 2000-მდე ადამიანმა, სამედიცინო პერსონალმა სამუშაო არ შეასრულა სწორედ იმ მოთხოვნით, რომ სასაზღვრო მიმოსვლა სრულად შეწყვეტილიყო. მწვავე რესპირატორული დაავადების გამო რთული ვითარება 2002-2003 წლებში რთული ვითარება იყო.
ჰონგ-კონგში გარდაცვლილი ადამიანი 39 წლის მამაკაცი იყო, რომელიც ცოტა ხნით ადრე ჩინეთში, დაავადების გავრცელების ეპიცენტრში იმყოფებოდა.
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს. 23-მდე სხვა ქვეყანაში კი 150 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. კვირას კი ფილიპინებში, ჩინეთის საზღვრებს გარეთ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ორშაბათს ჟურნალ "ნეიჩარ"-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ის მკვლევარები, რომლებიც ვირუსებს სწავლობენ, აცხადებენ, რომ ახალი ვირუსი 96 %-ით მსგავსია იმ ვირუსისა, რომელიც სამხრეთ ჩინეთის იუნანის პროვინციაში ღამურებშია აღმოჩენილი. გარდა ამისა, ის 80 %-ით იდენტურია იმ ვირუსისა, რომელმაც 2002-2003 წლებში 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ჩინელი მეცნიერები და ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, როგორ მოხდა ვირუსის ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელება, თუმცა ამაში წვლილი შესაძლოა ჩინეთში ველური ცხოველების ღია ბაზარსაც შეეტანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც მიმდინარე ტესტებისა და ანალიზების შედეგები დასრულდება.
Facebook Forum