კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ხელისუფლება ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა.
ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპაში უკვე დადასტურდა ჩინური ვირუსით დაავადების შემთხვევები. საუბარია საფრანგეთზე, სადაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულია 3 ადამიანი. მათგან ორი ბოლო დროს ჩინეთში იმყოფებოდა, მესამე კი მათი ნათესავია.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, პირველი შემთხვევა ხუთშაბათს დაფიქსირდა. დაინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც შტატებში ვუჰანის პროვინციიდან დაბრუნდა. ის ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება და ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მეორე შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ ჩიკაგოშს ერთ-ერთ კლინიკაში დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ამერიკის მოქალაქე ჩინეთიდან 13 იანვარს დაბრუნდა.
ამ დროისთვის რთული სათქმელია, თუ რამდენი ადამიანია დაინფიცირებული მსოფლიოს მასშტაბით, რადგან ვირუსის გამოსავლენად დაახლოებით 2 კვირაა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით ჩინეთის ხელისუფლებამ კარანტინი 10 ქალაქში გამოაცხადა, სადაც ჯამში 33 მილიონი ადამიანი იმყოფება. ყველაზე რთული მდგომარეობა ვუჰანშია, სადაც საერთაშორისო მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალაქში პანიკაა. დაცარიელებულია მაღაზიებიც.
ამერიკულ ტელეკომპანია “ფოქს ნიუსთან” საუბრისას კი ბრიტანელმა ექიმმა ნატალი მაკდერმოტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსი საფრთხეს ახალშობილებისთვის არ წარმოადგენს. ბრიტანელი სპეციალისტი ამბობს, რომ ვირუსი ასაკოვანი ადამიანებისთვის არის საფრთხის შემცველი.
Facebook Forum