ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი რეცესიის მოლოდინში 3 %-ით დაეცა


იაპონიის საფონდო ბირჟებზე ხუთშაბათს ფასები დაეცა, თუმცა არა ისე დრამატულად, როგორც წინა დღეს შეერთებულ შტატებში.

ტოკიოს ნიკეის ინდექსი 1.2 %-იან ნიშნულზე დაიხურა. აზიის სხვა ნაწილებში, ჩინეთის შანხაის კომპოზიტური ინდექსი 0.3 % ნიშნულით დაიხურა, ჰონგ-კონგის კი - 0.8 %. თუმცა, ამავე დროს წინა დღის ვარდნის შემდეგ, ხუთშაბათს ევროპულ ბაზრებზე მცირე ზრდაც დაფიქსირდა.

ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი რეცესიის მოლოდინში 3 %-ით დაეცა. უმნიშვნელოვანესი ინდიკატორები ამერიკაში, ჩინეთსა და გერმანიაში ეკონომიკური ზრდის შესუსტებაზე, შენელებაზე მიუთითებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG