ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პეკინს მოუწოდებს შეთანხმების მიღწევა არ გააჭიანუროს


შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკების დაწყებასთან ერთად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინს მოუწოდებს შეთანხმების მიღება 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ გადადოს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაგვიანებით დადებული შეთანხმება ჩინეთისთვის უფრო წამგებიანი იქნება.

„მათი პრობლემა ისაა, რომ იცდიან... გავიმარჯვებ თუ არა მე, შეთანხმება რომელსაც მიიღებენ იქნება უფრო მკაცრი... ან საერთოდ არ იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

პრეზიდენტმა განცხადება, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის ოფიციალურ პირებს შორის შანხაიში დაგეგმილი მოლაპარაკებების ფონზე გააკეთა.

მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა ერთმანეთთან ინტენსიურ სავაჭრო ომში არიან ჩართულნი. მხარეებმა ერთმანეთს ტარიფები დაუწესეს და სავაჭრო დაპირისპირების საერთო დანაკარგმა 360 მილიარდი შეადგინა.

მოლაპარაკებები მას შემდეგ განახლდა, რაც ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ივნისში, დიდი ოცეულის სამიტზე შეთანხმდნენ ეპოვათ გზები სავაჭრო ომის დასასრულებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG