ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის ვაქცინა ყველაზე კარგ შემთხვევაში 2021 წელს გამოვა


კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობას ამერიკელი მეცნიერები აგრძელებენ, ცნობილი ხდება, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში ვაქცინა 2021 წელს გამოვა. საუბარია მომდევნო წლის იანვარი-აპრილის პერიოდზე. ვაქცინაზე მუშაობას კომპანია მოდერნა ახორციელებს.

მეცნიერების განცხადებით, ვაქცინის გამოცდა 2 ფაზიანია პირველი ფაზა 2020 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში უნდა დასრულდეს, ხოლო მეორე ფაზა 2021 წლის აპრილამდე. კომპანია მოდერნა მასაჩუსეტში მდებარეობს.

ამერიკელმა სპეციალისტებმა ვაქცინის შექმნაზე მუშაობა 11 იანვარს დაიწყეს, მაშინ როცა ჩინელებმა ოფიციალურად გაავრცელეს ახალი კორონავირუსის გენეტიკური კოდის შესახებ ინფორმაცია.

ვაქცინაზე მუშაობისთვის ამერიკის შეერთებული შტატები 3 მილიარდ დოლარს დამატებით დახარჯავს. ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე აპრილში დაიწყება და თავდაპირველად მეცნიერები სამუშაოდ 45 ადამიანს შეარჩევენ.

ახალი კორონავირუსი კოვიდ 19 პირველად 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთში დააფიქსირეს. ამ დრომდე ვაქცინის შექმნაზე არაერთი კომპანია მუშაობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG