შეერთებული შტატების ხაზინის გადაწყვეტილებით, კვირას საგანგებო ზომები მიიღეს და საბანკო ინტერესი თითქმის ნულამდე დაწიეს. ამავე პროცესის ფარგლებში ცენტრალური ბანკი დღესვე მეტ შესყიდვას განახორციელეს, რაც კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ზიანისა და გავლენის შესამცირებლადაა საჭირო.
ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელება ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას ახდენს და ახლო მომავალში ეს ზოგადად, ეკონომიკაზეც აისახება. ბანკის თქმით, დაბალი საპროცენტო განაკვეთი მანამდე შენარჩუნდება, სანამ არ იქნება აშკარა, რომ ეკონომიკამ მიმდინარე მოვლენები "გადალახა".
ცენტრალური ბანკი, დაახლოებით, 700 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს იმისთვის, რომ ვირუსის გავლენა ეკონომიკაზე ძლიერად არ აისახოს.
ფინანსურმა ბაზრებმა გასულ კვირას მკვეთრი ვარდნა განიცადა. ვარდნას ორი მიზეზი ჰქონდა, ნავთობის ფასის მკვეთრი დაკლება და 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი.
ამ ორმა ფაქტორმა იაპონიაში აქციების ფასი 5 პროცენტით, ჰონგ-კონგის ჰენგ სენგი 4 პროცენტით და შანხაის კომპოზიტი ინდექსი 3 პროცენტით შეამცირა. დიდი ვარდნა აღინიშნა ევროპაშიც, მათ შორის, ბრიტანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში. შეერთებულ შტატებში, ბაზრებზე აქციების ვადიანი გარიგებების 5 პროცენტიანი ვარდნაც კი დაფიქსირდა.
Facebook Forum