წელს პირველიდან რვა ივლისის ჩათვლით, თბილისში "პრაიდის კვირეული" გაიმართება. ღირსების კვირეულის ღონისძიებების ორგანიზატორი წელსაც ორგანიზაცია "თბილისი პრაიდია."
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი.
"პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა.
პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას", - წერია "თბილისი პრაიდის" განცხადებაში.
წლევანდელი კვირეულის სლოგანია "სიყვარულს ვერ დაამარცხებ".
"პრაიდის კვირეული" თბილისში გასულ წელსაც ჩატარდა.
Facebook Forum