უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც ლგბტქ უმცირესობის მიმართ, მთელ მსოფლიოში ყველაზე მკაცრ აქტად ითვლება. ის, ზოგ შემთხვევაში, ჰომოსექსუალიზმის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
უგანდაში და აფრიკის 30-ზე მეტ ქვეყანაში, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა ისედაც არალეგალურია. თუმცა, ახალი კანონი გაცილებით შორსმიმავალია.
დამამძიმებელ გარემოებებს შორის, რომელსაც სიკვდილით დასჯის მუხლი მიუდგება, დასახელებულია კანონის განმეორებითი, სერიული დარღვევა და მომაკვდინებელი დაავადებების სქესობრივი გზით გადაცემა. ჰომოსექსუალიზმის "რეკლამირების" შესახებ კანონი თავისუფლების 20 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.
დასავლეთის ქვეყნებიდან, უგანდაში დამტკიცებულ კანონს მყისიერი დაგმობა მოჰყვა. მიღებული კანონის გამო, უგანდა სანქციების და დახმარების მიღების შეფერხების რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.
Facebook Forum