ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთში ლგბტქ თემის დაგეგმილ ღონისძიებას აპროტესტებენ


100 მეტმა ადამიანმა ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ აქტობეში, ლგბტქ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება გააპროტესტა.

საპროტესტო აქციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლგბტქ აქტივისტები „ისეთ ღირებულებებს უწევენ პროპაგანდას, რომლებიც ეწინააღმდეგება ტრადიციებსა და რელიგიას“. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს პეტიციას გადასცემენ მოთხოვნით, არ დაუშვან მსგავსი ღონისძიებების გამართვა.

არასაქნცირებულ აქციაში სამართალდამცავები არ ჩარეულან.

ფემინისტური ორგანიზაცია, „ფემინიტა“ 13 აგვისტოს სემინარის გამართვას გეგმავს, თემაზე ლგბტქ თემის უფლებები ცენტრალურ აზიაში. ორგანიზაცია გამართული საპროტესტო აქციის მიუხედავად, ღონისძიების ჩატარებას კვლავ გეგმავს.

გასულ თვეში, იმავე ორგამნიზაციის მიერ ქალაქ ყარღადინში დაგეგმილი სემინარები ორგანიზებულმა ჯგუფმა ჩაშალა.

მაისში იგივე მოხდა ყაზახეთის კიდევ ერთ ქალაქ შიმკენტში.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა 1990-იან წლებში, საბჭოთა დისკრიმინაციული კანონმდებლობა გააუქმეს და ერთი სექსის ადამიანთა სექსუალური ურთიერთობები დეკრიმინალიზებულია, თემის წარმომადგენლები კვლავ ზეწოლას განიცდიან.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ლგბტქ თემის ადამიანები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დევნის ობიექტები არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG