ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთში ანტი-ლგბტ კანონი სკოლების გარდა, ეკლესიების ტერიტორიებსაც შეეხება


უნგრეთის მთავრობის გადაწვეტილებით, ახალი, ანტი-ლგბტ კანონი, რომელიც ივნისში მიიღეს, ახლა სკოლების გარდა, ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებსაც შეეხება.

ნატოს წევრი ქვეყნის ე.წ. პედოფილიის საწინააღმდეგო აქტი თავდაპირველად მიზნად ისახავდა ბავშვზე ძალადობისთვის სასჯელის გაზრდას, მაგრამ მას დაემატა ცვლილებები, რომლებიც კრძალავს "ჰომოსექსუალობის პოპულარიზაციას", ან არასრულწლოვანთა სქესის შეცვლას.

მთავრობის განცხადებით, ბოლო განკარგულება ძალაში 30 დღის განმავლობაში შევა.

უფლებადამცველ ორგანიზაცია "საერთაშორისო ამინისტიაში", კი აცხადებენ, რომ ეს კანონი "ადრე თუ გვიან ჩაიშლება". ”ამასობაში, ჩვენი, ყველას ვალია არ დავემორჩილოთ მთავრობის სიძულვილს,” - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

კანონის მიღების შემდეგ, 24 ივლისს, ათასობით ადამიანი შეუერთდა ბუდაპეშტის ღირსების მარშს, ლგბტ თემის მხარდაჭერის გამოსახატად და კანონმდებლობის გასაპროტესტებლად.

ახალი კანონმდებლობა კიდევ ერთი მიზეზი გახდა უნგრეთის ხელმძღვანელის, კონსერვატორი ვიქტორ ორბანისა და ბრიუსელის დაპირისპირებისა.

ევროკომისიამ კი, უნგრეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას "უღირსი" უწოდა და ბუდაპეშტის წინააღმდეგ იურიდიული ნაბიჯები გადადგა. ევროკომისაში აცხადებენ, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულია და ევროპულ ღირებულებებს უპირსპირდება.

კანონი არეგულირებს პროდუქციის "ჩვენებას ან წარმოდგენას", რომელიც "გამოხატავს ჰომოსექსუალიზმს", ან წარმოადგენს "გადახვევას იდენტობისგან, რომელიც შეესაბამება ადამიანის სქესს მისი დაბადებისას".

მთავრობისვე გადაწყვეტილებით, მაღაზიებს ეკრძალებათ ასეთი პროდუქციის გაყიდვა ეკლესიებისგან, სკოლებისგან და ბავშვთა დაცვის დაწესებულებებისგან 200 მეტრის რადიუსში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG