ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიერი უნგრეთს აფრთხილებს, რომ უკან უნდა გაიწვიოს კანონი, რომლის მიხედვითაც, სკოლებში იკრძალება ნებისმიერი ისეთი სიმბოლიკა, რომელიც ჰომოსექსუალიზმს უწევს პროპაგანდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი საკუთარი კანონმდებლობის სრულად გამოყენებით იმუქრება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ წარმოდგენილი კანონმდებლობა, გასულ თვეს, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მკაცრად გააკრიტიკეს. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ, განაცხადა, რომ უნგრეთმა პატივი უნდა სცეს ევროკავშირის ღირებულებებს, ან დატოვოს 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი.
"ჰომოსექსუალობა პორნოგრაფიასთანაა გაიგივებული. ეს კანონმდებლობა ბავშების დაცვის საფარველით დისკრიმინაციას აყენებს ხალხს მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, ეს სირცხვილია",- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა სტრასტბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
ფონ დერ ლეიენის თქმით, იმ შემთხვევაში თუ უნგრეთი უკან არ გაიწვევს ამ კანონს, მას ევროკავშირის კანონმდებლობის სრული ძალა დაატყდება თავს. თუმცა, მეტი დეტალი ამ გადაწყვტილების შესახებ არ დაუკონკრეტებია. ლეიენის სიტყვები შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ სადამსჯელო ღონისძიების სახით, ევროპის სასამართლომ ბუდაპეშტისთვის გაყინოს ევროპის ფონდები.
ორბანი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2010 წლიდანაა, მომავალი წლის არჩევნებისთვის ემზადება და სულ უფრო კონსერვატიული ხდება. ის ამბობს, რომ ებრძვის ლიბერალურ შეხედულებებს, რომელსაც დასავლეთი ტრადიციულ კათოლიკურ ღირებულებებს ახვევს თავს.
Facebook Forum