ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კოვიდით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა აღირიცხა


რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალებების რეკორდული რიცხვი გამოაცხადა. 737 გარდაცვლილი დაემატა საერთო რიცხვს, რაც დღემდე ქვეყანაში 139 316 შეადგენს.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის 23 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, 5 498 მოსკოვში. ქვეყნისთვის მთლიანმა რიცხვმა 5,658,672 შეადგინა.

სტატისტიკის ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც აღრიცხვას ცალკე აწარმოებს, განაცხადა, რომ რუსეთში, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის აპრილამდე, კოვიდ-19-თან დაკავშირებული გარდაცვალების 270 ათასი შემთხვევა აღირიცხა.

სააგენტო “ტასსმა" ჯანდაცვის მინისტრის, მიხაილ მურაშკოს ციტირება მოახდინა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთში ყოველდღიურად 850 ათასი ადამიანი იცრება.

კრემლის პრეს-მდივანმა თქვა, რომ მთავრობა რუსეთის რეგიონებს შორის საზღვრების ჩაკეტვის იდეას მხარს არ უჭერს, თუმცა ზოგიერთ რეგიონს პანდემიის დასამარცხებლად მკაცრი ზომების მიღება შეუძლია.
ვირუსით დასნებოვნების ბოლოდროინდელი მკვეთრი ზრდა და ინფლაციასთან საბრძოლველად საპროცენტო განაკვეთების ზრდის საჭიროება, წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდისთვის გამოწვევად განიხილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG