ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ „სპუტნიკ V“ ვაქცინა გაიკეთა


ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს დაძლიონ ორჭოფობა და კოვიდ-19-ის ვაქცინა გაიკეთონ, რადგან ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს. ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც მას მოქალაქეები უსვამენ კითხვებს.

„პირდაპირი ხაზი“ - ასე ქვია ოფიციალურად ღონისძიებას, რომელიც 30 ივნისს გაიმართა და პრეზიდენტმა ორ მილიონამდე შეკითხვა მიიღო. ვლადიმირმა პუტინმა ვიდრე ინფლაციის, უმუშევრობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხებდა, ღონისძიების პირველი ერთი საათი პანდემიაზე საუბარს დაუთმო.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა შეძლებს თავიდან აიცილოს სრული „ლოქდაუნი“ და არ მოუწევს სავადლებულო ვაქცინაციის დაწესება. მსხვილ ინდუსტრიუl ქვეყნებს შორის, რუსეთს ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს. მიზეზთა შორის ისიცაა, რომ რუსეთის მოსახლეობა არ ენდობა რუსულ ვაქცინას, ან ზოგადად ხელისუფლებას.

რუსული ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, მხოლოდ 29 ივნისს, ინფიცირების 21 000 შემთხვევა გამოვლინდა, 652 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან რუსეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 135 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. კრემლი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეროვნული გეგმა, მოსახლეობის 60-ის აცრის შესახებ ვერ სრულდება.

კონფერენციის დასაწყისში, პუტინმა პირველად ისაუბრა იმის შესახებ, რომ მან ეროვნული წაროების კოვიდ-19-ის ვაქცინა, „სპუტნიკ V“ გაიკეთა. ამით მან პასუხის გასცა თვეების განვალობაში არსებულ კითხვებს, რომელი ვაქცინა გაიკეთა გასულ წელს, დახურულ კარს მიღმა.

როგორც თავად ირწმუნებოდა, მას არ სურდა ვაქციების მწარმოებლებისთვის კონკურენტული უპირატესობა მიენიჭებინა. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, საჯაროდ არ საუბრობდა იმის შესახებ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთა.

„აუცილებელია მოვუსმინოთ არა იმ ხალხს, ვისაც ამ საკითხის შესახებ ცოტა რამ ესმის და ჭორებს ავრცელებს, არამედ სპეციალისტებს“ - უთხრა პრეზიდენტმა რუს ხალხს.

ღონისძიება სამსაათნახევარი გაგრძელდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მიმომხილველების თქმი, ვლადიმირ პუტინმა ვერ შეძლო ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ დასმულ კითხვებზე ეპასუხა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG