ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო ევროკავშირს საქნციებით ემუქრება


ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმუქრება, რომ ევროკავშირის ტვირთს რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით არ გაატარებს.

ევროკავშირმა ოფიციალურ მინსკს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური საქნციები გასულ თვეს დაუწესა. სანქციები ბელარუსის საექსპორტო და ფინანსურ ინსტიტუტებზეა მიმართული. მიზეზი ბელარუსი ბლოგერი დაკავებაა, რომლის დასაპატიმრებლად, მინსკმა ავიაკომპანია „რაეინეარის“ თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში იძულებით დასვა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაწესებული სანქციები ლუკაშენკოს მეტწილად უვნებლად დატოვებს და მას კვლავ ექნება უსაფრთხოების ძალებისა და ეკონომიკის დაფინანსების შესაძლებლობა.

თუმცა, ბელარუსის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ეკონომიკური ომი მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ საპასუხო სანქციების იდეა წამოაყენა, რაც ევროკავშირის ტვირთის აღმოსავლეთით გატარების შეზღუდვას გულისხმობს.

„პირველი: [ევროკავშირის] არც ერთი ნაბიჯი ბელარუსის ბაზარზე. მეორე: არც ერთი ნაბიჯი ბელარუსის გავლით. ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს გერმანელებთან დაკავშირებით. დაე, ფინეთის გავლით მიაწოდონ საკუთარი ტვირთი, რუსეთსა და ჩინეთს“ - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია როდის შეიძლება ამოქმედდეს ტვირთის ტრანზიტზე აკრძალვა და რომელ ქვეყნებს შეეხება ის გერმანიასთან ერთად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG