პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 8 აგვისტოს გააკეთებს განცხადებას, უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ახალი სამხედრო დახმარების თაობაზე. ცნობას საინფორმაციო სააგენტო "როიტერს", რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ვაშინგტონიდან ოფიციალური წყაროები უდასტურებენ. ეს იქნება პირველი დახმარება, აღწერის შემდეგ შეიარაღების შეფასებაში აღმოჩენილი, შეცდომით მითითებული თანხიდან, რომელიც დაახლოებით 6.2-მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამ წლის მაისში, პენტაგონმა განაცხადა, რომ შეცდომით სხვა კატეგორია მიანიჭა და საჭიროზე მაღალი ღირებულება განუსაზღვრა კიევში გაგზავნილ ამერიკულ იარაღს. ამ შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, ვაშინგტონს შეეძლება უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების დამატებითი საბრძოლო მასალა, რაკეტები და სხვა აღჭურვილობა გაუგზავნოს.
ოფიციალური წყაროების მიხედვით, დახმარების ამ პაკეტში კიევისთვის ისეთი აუცილებელი აღჭურვილობაც შედის, როგორიცაა მიწაში დაფლული ნაღმების აღმომჩენი ხელსაწყოები. ასევე გათვალისწინებულია ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, იარაღი და ამუნიცია, საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარაკეტო სისტემები და სხვა.
Facebook Forum