ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

$400 მილიონი - აშშ-ის მორიგი სამხედრო დახმარება უკრაინას


ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინას დამატებით $400 მილიონამდე ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. მათ შორის არის საბრძოლო მასალა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და მცირე ზომის სათვალთვალო დრონები.

დახმარების ახლი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას „ჰაიმარსებისა“ და „ნასამსებისთვის“, ასევე „სტინგერებისა“ და „ჯაველინებისთვის“. იარაღის მიწოდება საპრეზიდენტო უფლებამოსილებით არის უზრუნველყოფილი, რაც პენტაგონს საშუალებას აძლევს, იარაღი საკუთარი მარაგებიდან სწრაფად გადასცეს უკრაინას. ხშირ შემთხვევაში, ამ პროცესს რამდენიმე დღე სჭირდება.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ უკრაინას ასევე უგზავნის „ჰაუბიცის“ საარტილერიო ჭურვებს, 32 „სტრაიკერის“ ჯავშანტრანსპორტიორს, ცეცხლსასროლი იარაღის 28 მილიონ ტყვიას და სხვა საბრძოლო საშუალებებს. ასევე „ჰორნეტებს“, რომელიც მცირე ზომის ნანო-დრონებია, რომლებიც ძირითადად სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისთვის გამოიყენება.

დახმარების პაკეტი ოფიციალურად ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“, ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც მედიასაშუალებებთან ანონიმურობის პირობის დაცვით ისაუბრეს.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს, რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, აშშ-მა უკრაინას, ჯამში, 41 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

XS
SM
MD
LG