სამშაბათს, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კანადასთან მექსიკასთან, ევროკავშირთან და ბრიტანეთთან ერთად აყალიბებს ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებს, რათა გამონახოს საუკეთესო გზა იმისთვის, რომ 15 თვიანი პანდემიური შეზღუდვების შემდეგ მოგზაურობის უსაფრთხოდ განახლება მოხდეს.
სხვა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ადმინისტრაცია სწრაფად არ იმოქმედებს იმ შეზღუდვების გასაუქმებლად, რომელიც მსოფლიოს უმეტესი ნაწილებიდან ადამიანების აშშ-ში შესვლას კრძალავს, რადგან ამ ჯგუფებს თავისი სამუშაოს შესასრულებლად დრო დასჭირდებათ.
ჯგუფებს თეთრი სახლის “კოვიდ’-ზე რეაგირების გუნდი და ეროვნული უსაფრთოების საბჭო უხელმძღვანელებენ. ამაში ჩართული იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრები და სხვა სააგენტოებიც.
დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა სამშაბათს განაცხადა, რომ 110 ქვეყნისთვის და ტერიტორიისთვის, მათ შორის კანადისთვის, მექსიკსთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ აფრიკისთვის და ირანისთვის, მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ამსუბუქებდა, მაგრამ “კოვიდ-19”-თან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნაზე უარი თქვა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ წნეხი განიცადა ზოგიერთი კანონმდებლისგან, რომლებმაც თქვეს, რომ კანადის საზღვრის გასწვრივ მდებარე ამერიკული დასახლებები, სახმელეთო საზღვრის შეზღუდვების გამო ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდიდნენ.
ავიახაზებმა და სხვებმა ადმინისტრაციას მოსთხოვეს შეზღუდვების გაუქმება, რომელიც აშშ-ს მოქალაქეობის არმქონე ადამიანების უმეტესობას, რომლებიც ნამყოფი იყვნენ ბრიტანეთში, შენგენის ზონის ქვეყნებში, ირლანდიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანში და ბრაზილიაში, შეერთებულ შტატებში გამგზავრებას უკრძალავს. შეერთებულ შტატებს აკრძალული აქვს სახმელეთო მიმოსვლა მექსიკასთან და კანადასთანაც, თუ ეს აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.
Facebook Forum