იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ 15 ივნისიდან, იტალიის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნები საზღვრებს გახსნის.
თავად იტალიამ, რომელიც კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საზღვარი 3 ივნისს გახსნა, მაგრამ უმეტეს ქვეყანას იტალიის მოქალაქეებისთვის მოგზაურობა კვლავ შეზღუდული აქვს.
იტალიის პირველმა დიპლომატმა, საკითხზე მეზობელ სლოვენიაში ვიზიტისას ისაუბრა. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იტალისაში ჯანდაცვის მიმართულებით მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება, ამიტომ 15 ივნისის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
თავად სლოვენიამ, ქვეყნის შიგნით ახალი კორონავირუსის პანდემიის დასასრული გასული თვის მიწურულსგამოაცხადა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით, 1 481 ადამიანი დაინფიცირდა, 109 კი გარდაიცვალა.