ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ეგვიპტე კლიმატის სამიტისთვის ემზადებიან


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტესთან ერთად, ერთობლივი ჯგუფი შექმნა, რათა გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტისთვის მოემზადონ. სამიტი ეგვიპტეში 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება.

ჯონ კერიმ, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, თქვა, რომ ჯგუფი ფოკუსირებული იქნება გაეროს სამიტისთვის მზადებაზე, რომელიც წითელ ზღვასთან მდებარე შარმ-ელ-შეიხში უნდა გაიმართოს. კერის თქმით, ეგვიპტე, რომელიც ამ სამიტის თამჯდომარე იქნება, უკვე ემზადება მომავალი სამიტისთვის და წინ ამბიციური გეგმები აქვს.

კერისვე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენები, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინაში შექმნილი კრიზისი, "არ შეცვლის იმ რეალობას, რაც ყოველ დღე ხდება და რაც ჩვენი კლიმატის პატივისცემას ეხება". ამერიკელმა დიპლომატმა კლიმატის ცვლილების პრობლემას "საერთაშორისო საფრთხე" უწოდა.

კლიმატის ცვლილება ყავასაც ემუქრება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:07 0:00

ჯონ კერიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განმარტა, რომ სამიტს არაფერი აქვს პოლიტიკასთან საერთო და რომ კლიმატის ცვლილება არ არის პოლტიკური თემა. "ამაში არანაირი იდეოლოგია არ დევს. მას არაფერი აქვს საერთო ზოგიერთ სხვა პრობლემასთან", რომლის წინაშეც ამერიკის ადმინისტრაცია დგას,- თქვა კერიმ. ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კერი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუქრისთან ერთად გამოჩნდა.

არცერთ ოფიციალურ პირს ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხია.

XS
SM
MD
LG