ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: "კლიმატის ცვლილება შესაძლოა უფრო დიდი საფრთხე იყოს, ვიდრე - კოვიდ-19"


მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ თუკი პლანეტაზე ტემპერატურის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდება, საშუალო ტემპერატურა უახლოესი 10 წლის განმავლობაში შესაძლოა 1.5 გრადუსით (ცელსიუსის შკალაზე) გაიზარდოს. ეს ცვლილება ექსტრემალურ ამინდსა და ბუნებრივ მოველენებს გამოიწვევს, კლიმატის ცვლილების ბევრი შედეგი კი შეუქცევადი იქნება.

ორგანიზაციის თანახმადვე, მსოფლიოში პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების: ტრანსპორტის, ინდუსტრიის და ენერგიის წარმოების შეზღუდვის შედეგად ატმოსფეროში სათბური გაზების გამოფრქვევა 6 %-ით შემცირდა.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი პეტერი ტალასი ამბობს, რომ ეს შემცირება ცხადია მოკლევადიანი შედეგია და როგორც კი ინდუსტრიული საქმიანობა აღდგება, ემისიებიც განახლდება და გაიზრდება. ამავე დროს, ეპიდემიის გამო რთული იყო ამინდისა და სხვა საფრთხეების შესაბამისი მონიტორინგი და მართვა.

"კოვიდის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა ზოგიერთი შეფასებების შემცირება გამოიწვია", აბობს ტალასი. მისი თქმით, საჰაერო კომპანიები, რომლებიც ფრენებს ვეღარ ახორციელებენ, შესაბამისად ნაკლებად ახერხებენ საჰაერო ხომალდებიდან საჭირო შემოწმება/შეფასების გაკეთებას. ეს კი ხელს უშლის ხარისხიანი პროგნოზების გაკეთებას.

გლობალური პანდემიის პირობებში ტალასი ამბობს, რომ ვირუსთან ბრძოლის პარალელურად კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მასშტაბი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე -კოვიდ-19-ით. ამასთან ჯანდაცვისა და ეკონომიკის პრობლემები, რომლებსაც ეპიდემია იწვევს, რამდენიმე წელს გასტანს. კლიმატის ცვლილების შედეგები კი, თუკი სათანადადო რეაგირება არ იქნება, ჯანდაცვის მუდმივ პრობლემებს გამოიწვევს. მათ შორის შიმშილსაც და შესაბამისად მასობრივ გავლენას იქონიებს ეკონომიკებზეც.

ტალასი ამბობს, რომ მსოფლიოს მოსახლეობა იგივე ერთიანობითა და მოტივაციით უნდა დაუპირისპირდეს კლიმატის ცვლილებას, როგორც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იბრძვიან. მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ კაცობრიობის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არ გაუარესდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG