"კლიმატური კრიზისი აქ არის და იმაზე უფრო აჩქარებულია, ვიდრე ამას მეცნიერთა უმეტესობა მოელოდა. ის მოსალოდნელზე გაცილებით მკაცრია, უქმნის რა საფრთხეს ბუნებრივ ეკოსისტემებს და კაცობრიობის ბედს" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 11 000 მეცნიერი აწერს. ისინი გვაფრთხილებენ, რომ დედამიწაზე კლიმატის მხრივ საგანგებო ვითარებაა.
გლობალურ საზოგადოებაში ძირეული ცვლილებები თუ არ მოხდა, მსოფლიოს ხალხებს "კლიმატის კრიზისის გამო, ენით აღუწერელი ტანჯვა ელის" - აცხადებენ მეცნიერები. მათი აზრით, დრო აღარ ითმენს, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, ადამიანებმა ცხოვრების წესი უნდა შეცვალონ.
მეცნიერთა წერილი ჯურნალ "ბიომეცნიერებაში" გამოქვეყნდა. ის კლიმატური მსოფლიო კონფერენციის 40 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც ჟენევაში 1979 წელს ჩატარდა. სპეციალისტები სახელმწიფოებს სასწრაფო ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ, რომელთა შორისაა გლობალურად მოსახლეობის ზრდის კონტროლი, წიაღისეული საწვავის მოპოვების შეზღუდვა, ტყეების გაკაფვის შეწყვეტა, ხორცპროდუქტების წარმოების შემცირება და ა.შ.
Facebook Forum