ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიის პიკი ტეხასში - ექიმები შტატში ნიუ-იორკის სცენარის განმეორებას არ გამორიცხავენ


კოვიდ-19-ით ინფიცირებული 10 000 ადამიანი ერთ დღეში - ტეხასში ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკი საწყის ეტაპზეა. როგორც ექიმები ამბობენ, საავადმყოფოების დიდი ნაწილი უკვე გადატვირთულია და მიაჩნიათ, რომ შესაძლოა შტატში ნიუ-იორკის სცენარი განვითარდეს, როცა საავადმყოფოებს პაციენტების მიღება უჭირდათ.

ექიმი ჯოზეფ ვარონი ტეხასში United Memorial Medical Center-ის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ ბოლო დღეებში საავადმყოფოში მიმართვიანობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"დღეს ჩვენ ბევრად ცუდი ვითარება გვაქვს ვიდრე ორი კვირის წინ გვქონდა. სამი კვირის განმავლობაში უფრო მეტი პაციენტი მივიღეთ ვიდრე მანამდე 10 კვირის განმავლობაში. მე ვვარაუდობ რომ შემდეგ ორ კვირაში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაც ორი თვის წინ იყო ნიუ-იორკში,"- ამბობს ექიმი ჯოზეფ ვარონი.

ექიმი ვარონი ამბობს, რომ ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ზრდა სპეციალისტების რეკომენდაციების არ შესრულებამ და საზოგადოების არასწორმა დამოკიდებულებამ განაპირობა. მისივე აზრით, გასული შაბათ კვირა, როცა ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. ის ფიქრობს, რომ ინფიცირების მაჩვენებლები გაიზრდება.

ტეხასი - კოვიდ19-ის პანდემია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:21 0:00

ოფიციალური მონაცემებით 10 000-მდე კოვიდ-19-ით ინფიცირებული გადის მკურნალობას ამ დროისთვის ტეხასის სხვადასხვა საავადმყოფოში, რაც როგორც ექიმები ამბობენ, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. საავადმყოფოებში გადაჰყავთ მხოლოდ რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტები და ისინი ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

სტატისტიკური მონაცემებით კი ირკვევა, რომ ტეხასში ინფიცირებულთა რაოდენობა ივნისის თვესთან შედარებით 13% გაიზარდა.

მას შემდეგ, რაც შტატში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, გაიზარდა მიმართვიანობა ტესტირებაზეც. შტატის სხვადასხვა ქალაქში არსებულ ტესტირების სივრცეებთან დიდი რიგებია. როგორც ადგილზე ამობობენ, ტესტირებისთვის რიგში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ.

ტეხასი არ არის ერთადერთი შტატი, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. სულ ასეთი 36 შტატია.

მათ შორის ფლორიდაც არის, სადაც საკარანტინე ზომების 2 კვირიანი შემსუბუქების შემდეგ კვლავ ამოქმედდა სპეციალური ზომები და დაიხურა თავშეყრის ადგილები, მათ შორის სანაპირო ზოლებიც.

პანდემიის გამო მაიამის სანაპიროები ხელახლა ჩაკეტეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:53 0:00

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ ტეხასში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 220 000 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 000-მდეა.

ათობით შტატში მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და კონექტიკუტის შტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით, 20 შტატიდან მათ ტერიტორიაზე შესულმა ადამიანმა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ასევე, ნიუ-იორკი მოუწოდებს შტატის მცხოვრებლებს, არ იმოგზაურონ საფრთხის შემცველ შტატებში. ადამიანებს რომლებიც დაარღვევენ საკარანტინო ზომებს, ჯარიმას ნიუ-იორკის ტრანსპორტის სამსახური გამოუწერთ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 დაუდასტურდა 3 მილიონზე მეტ ადამიანს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 130 000 აღემატება. ეს მონაცემები აღემატება მოსალოდნელ მაჩვენებლებს, რომელთა შესახებაც საუბარი იყო ოფიციალური პირების მხრიდან პანდემიის დაწყებამდე.

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებლებისა და დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით. სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაინფიცირებულია, დაახლოებით, 12 მილიონი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG