ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უთახმოება კოვიდ 19-ის ვაქცინაზე მომუშავე კომპანიასა და მთავრობას შორის


საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ შეერთებულ შტატებში მთავრობასა და კომპანია „მოდერნა ინქ“-ს შორის დაპირისპირებაა, ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის ბრძოლის კვალდაკვალ.

ფედერალურმა მთავრობამ კომპანიის ვაქცინის პროექტს, ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია და მისცა მას შესაძლებლობა იყოს ერთ-ერთი პირველი ადამიანებზე მისი გამოცდის საქმეში.

თუმცა, კომპანიას აქამდე არ შეუქმნია და არ დაუდასტურებია არცერთი სხვა ვაქცინა, არც მისი გამოცდა უცდია. "როიტერის" თქმით, მთავრობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის პროექტის მართვასთან დაკავშირებით დაპირისპირება არსებობს. კომპანია უარყოფდა ექსპერტების მოსაზრებას იმაზე, თუ როგორ განეხორციელებინა კვლევა. „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ამ დაპირისპირებამ ვაქცინის გამოცდის დაწყების პროცესი რამდენიმე კვირით დაწია უკან.

შეერთებული შტატების ფედერალურ მთავრობას მსგავსი პრობლემები, უფრო მეტად გამოცდილ კომპანიებთან, როგორიცაა „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონი და ჯონსონი“ არ აქვს.

„მოდერნას“ ვაქცინის ტექნოლოგია, გენეტიკურ მასალას იყენებს, ე.წ. რიბონუკლეინის მჟავაზე დაყრდნობით, რომელიც ადამიანის უჯრედებს ეუბნება, რომ კორონავირუსის პროტეინები გამოიმუშაოს, რაც იმუნურ სისტემას ხელს უწყობს. კომპანია ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა მისი ტექნოლოგიური მხარის გამო შეარჩია. „მოდერნამ“ ვაქცინის კანდიდატი ორ თვეში შექმნა, და ის პირველი კომპანია გახდა, რომელმაც მოხალისეებზე მისი ადრეული ტესტირება დაიწყო მარტში. თუმცა კომპანია მის გეგმებსა და პროტოკოლს, მთავრობის და კომპანიების შეხვედრებზე სხვებს არ უზიარებს, მისი კონკურენტებისგან განსხვავებით.

მოდერნა უარყოფს მისი მხრიდან რაიმე არასწორ ნაბიჯს, თუმცა აცხადებს, რომ არსებობდა „მოსაზრებების განსხვავება“ ექსპერტთა შორის, რომელიც ჩართულნი არიან პროცესში.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი გეგმავდა, რომ კომპანია ვაქცინის ფართომასშტაბიან გამოცდას 10 ივლისიდან დაიწყებდა, თუმცა უთანხმოებამ ამ თარიღის გადაწევა გამოიწვია.

ტრამპის ადმინისტრაციის ვაქცინის პროგრამას "ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების სამსახური" მართავს, სხვა სააგენტოებთან ერთად. მისი ხელმძღვანელი მონსეფ სლაუია, კომპანია „გლაქსოსმიტკლაინის“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ასევე „მოდერნას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის ამ თანამდებობიდან მაისში გადადგა, რათა მთავრობის კოვიდ-19-ის ვაქცინის პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობა დაეკავებინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG