დღეს, 25 ივნისს, ევროკავშირი იწყებს ფორმალურ მოლაპარაკებას, ბლოკში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების თაობაზე.
ლუქსემბურგში დაგეგმილი ცერემონია სიმბოლურია და მოლაპარაკების დაწყების წინ შეხვედრებს ითვალისწინებს.
თუმცა, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ამ ორი ქვეყნისთვის საკმაოდ რთული და გრძელი იქნება. ბრიუსელი აცხადებს, რომ უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ უკრაინის და მოლდოვის კანონმდებლობა და მიმდინარე რეფორმები ბლოკის სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში იჰორ შოვკა ამბობს, რომ ეს პროცესი უკრაინელებს მორალურ სიმტკიცეს შემატებს რუსეთთან მიმდინარე ომში.
ბრიუსელში უკრაინელთა დელეგაციას სათავეში ოლგა სტეპანიშინა უდგას. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი უკავია. ევროკავშირს კი ლუქსემბურგში ბელგიის პრემიერ-მინისტრი ჰაჯა ლაჰიბი წარმოადგენს.
პროცესს ჩამორჩება საქართველო, რომელმაც გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღება, ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ხელს უშლის თბილისის სვლას ევროგაერთიანებისკენ.
Facebook Forum