ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან დასაპირისპირებლად $135 მილიონს გამოუყოფს


ენერგო უსაფრთხოებისთვის და რუსულ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად, შეერთებული შტატები $135 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს მოლდოვას. ამის შესახებ, ოთხშაბათს, მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

სახელმიფო მდივანმა, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში მოკლეხნიანი ვიზიტი, კიშინოვში შეხვედრებით დაიწყო. ენტონი ბლინკენმა, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ დახმარებიდან $85 მილიონი, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთვის, $50 მილიონი კი ენერგო და ფერმერული ინდუსტრიების განსავითარებლად, ასევე რუსული დეზინფორმაციის შესაკავებლად გამოიყოფა.

„ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს მოლდოველების უნარს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ჩარევას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გააგრძელონ გზა ევრო0კავშირსა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ, შექმნან მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა. სხვა საკითხებს შორის, ასევე რაც მნიშვნელოვანია, არის ინფორმაციის გაზიარება, დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰიბრიდული ინსტრუმენტი, რასაც რუსეთი იყენებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ოთხშაბათამდე, შეერთებულმა შტატებმა, მოლდოვას $774 მილიონი დოლარის ღირებულების ფინანსური დახმარება გაუწია. აქედან $300 მილიონი ენრგოუსაფრთხოებისთვის იყო გამოყოფილი.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერნეციაზე, პრეზიდენტმა სანდუმ, გაწეული ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს. მისი თქმით, ვაშინგტონის დახმარებამ, ხელი შეუწყო ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და ეკონომიკას.

„ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, მაშინ როცა მანამდე, ტოტალურად ვიყავით დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. დღეს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ბუნებრივი აირის რამდენიმე წყაროდან მიღებას, მათ შორის შეერთებული შტატების წყაროებიდან“, - განაცხადა სანდუმ.

მიმომხილველები ამბობენ, რომ რუსეთი შეიძლება განხილიავდეს, ახალ ქმედებებს მოლდოვის წინააღმდეგ, საქართველო კი ახალი საფრთხეების წინაშე დგას. მიმომხილველების თქმით, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ „საქართველოში ანტიტასავლური მოძრაობის“ უკან, შესაძლოა რუსეთი იდგეს, რომელიც ეწინააღმდეგება მოლდოვისა და საქართველოს მისწრაფებებს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვთ.

„არ არსებობს პირდაპირი სამხედრო საფრთხე, რომელსაც ჩვენ ამ დროისთვის ვხედავთ, მაგრამ მიმდინარეობს რუსეთის გავლენის ოპერაციები და ეს შემაშფოთებელია“, - თქვა გასულ კვირას, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა.

მოლდოვამ, არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებასა და დეზინფორმაციული კამპანიებით, ადგილობრივ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში.

„რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს მოლდოვას, მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მის უნარს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, საკუთარი მომავლის შესახებ. ვფიქრობ, მოლდოვამ შესანიშნავი სამუშაო გაწია, ამ თავდასხმებიდან ბევრის გამკლავებაში“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG