უკრაინის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ პარასკევს, 11 ნოემბერს დაადასტურა, რომ უკრაინული ქვედანაყოფებები ქალაქ ხერსონში შედის. რუსული ძალების წარმომადგენლებს კი, ვინც შეიძლებოდა იქ ყოფილიყო, დანებებისკენ მოუწოდეს.
რუსულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში, სააგენტო აცხადებს, რომ მარტიდან მოყოლებული ოკუპაციის შემდეგ, ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდება. ნებისმიერ რუს ჯარისკაცს, რომელიც უკრაინულ ძალებს წინააღმდეგობას გაუწევს, ის „განადგურებით“ ემუქრება.
„სიკვდილის თავიდან აცილების მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ - დაუყოვნებლივ ჩაბარდით“ - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის მიერ, „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს განცხადება არის პირველი ოფიციალური დასტური, რომ უკრაინული ძალები ხერსონშია და ასევე, იგივე განცხადება, უსაფრთხოების გარანტიას აძლევს ნებისმიერ რუს ჯარისკაცს, რომელიც ჩაბარდება. მასში ნათქვამია, რომ რუსული ჯარის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ქალაქში აღიან, მეთაურებისგან სამოქალაქო სამოსის ჩაცმის და დამალვის ბრძანება მიიღეს.
დღესვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან საკუთარი ჯარების გაყვანა დაასრულა და უკან, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დაიხია. უწყების მტკიცებით, ძალების გაყვანის დროს, პერსონალური ან ტექნიკის დანაკარგი მათ არ განუცდიათ.
სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ხერსონში დარჩენილ რუს ჯარისკაცებს, მეთაურებმა სამოქალაქო ტანსაცმლის ჩაცმის ბრძანება მისცეს.
Facebook Forum