ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ-პოლონური უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა სრულდება


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ საწარმოში. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ საწარმოში. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულდება საწარმოს მშენებლობა, რომელმაც ქართულ-პოლონური უპილოტო საფრენი აპარატები უნდა გამოუშვას. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ საფრენი აპარატების გამოშვება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

"სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეიშენალსა“ და პოლონურ კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ქართულ-პოლონურ ერთობლივ სამხედრო დანიშნულების იარაღის შექმნაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში 9 ივნისს ისაუბრა. „ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG