მას შემდეგ, რაც ირანი რუსეთისთვის ე.წ "კამიკაძე" დრონების გადაცემას დათანხმდა, ამ დრონებით უკრაინაზე მასობრივი თავდასხმა დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინის ნაწილი უშუქოდ და უწყლოდ, სწორედ რუსეთის მიერ ამ "კამიკაძე" დრონების, იგივე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გამო დარჩა.
რას მოითხოვს ირანი რუსეთისგან ამ გარიგების სანაცვლოდ, რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს ავტოკრატიული ქვეყნების შესაჩერებლად და რას ნიშნავს ომის ეს ბოლოდროინდელი განვითარება უკრაინისთვის- ამ თემებზე "ამერიკის ხმას" ბარბარა სლავინი, "ატლანტიკური საბჭოს" ირანის მომავლის ინიციატივის პროგრამის დირექტორი ესაუბრა.
-გასულ კვირას, ირანი, დათანხმდა რუსეთისთვის ე.წ „კამიკაძე“ დრონების მიყიდვას. ვნახეთ, რომ ისინი უკვე გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში. რას ფიქრობთ ამაზე, რამდენად საშიში განვითარებაა ეს რუსეთ-უკრაინის ომისთვის?
-პირველ რიგში ეს აჩვენებს რუსეთის სასოწარკვეთას, იმას რომ რაკეტები უთავდებათ და როგორც ჩანს, ქვეყნის შიგნით ასეთი იარაღის წარმოება არ შეუძლიათ. შესაბამისად, იარაღის ირანისთვის თხოვნა მოუხდათ.
რუსეთი ირანს ასევე ეხმარება ატომური პროგრამის განხორციელებაში და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
ასევე ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ირანი, რომელიც თავად დაიბომბა ირან-ერაყის ომის დროს 1980 წელს, ქვეყანა, რომლის ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობასაც თავს დაესხნენ იმ საშინელი ომის დროს, დათანხმდა თვითმკვლელი დრონების გადაცემაზე, რათა შემდეგ თავს დაესხან უდანაშაულო სამოქალაქო ადამიანებს უკრაინაში. ვფიქრობ, ეს უბრალოდ, ჰიპოკრატიაა და ირანის მთავრობას უნდა სცხვენოდეს საკუთარი თავის.
რატომ აკეთებენ ამას? მგონია, რომ ირანი რუსეთს, როგორც მოძმე ქვეყანას ისე უყურებს და აღრმავებს ჩართულობას და სავაჭრო ურთიერთობებს ამ ქვეყანასთან. როგორც ჩანს, რუსეთი ირანს მარცვლეულს აწვდის და ნაწილობრივ ესაა ის, რაც ხდება.
-გარიგების დეტალები უცნობია, როგორ ფიქრობთ, რას მოთხოვს ირანი რუსეთს დრონების სანაცვლოდ, მარცვლეულის გადაცემა საკმარისი მიზეზია?
-ვფიქრობ, არის კიდევ დამატებითი რამ, რის მიცემაც რუსეთს ირანისთვის შეუძლია. ირანს არ შეუძლია კონკრეტული მაღალტექნოლოგიური ტიპის იარაღის წარმოება. რუსეთი ირანს ასევე ეხმარება ატომური პროგრამის განხორციელებაში და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან საშიში ნაბიჯია. ირანთან ბირთვული შეთანხმება არ განახლებულა. რუსეთისთვის დრონების გადაცემის შესახებ შეთანხმება, არღვევს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმება არის გაწერილი. ასე რომ შესაძლოა, რომ ირანის ბირთვულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციები კვლავ დააბრუნონ და რუსეთი და ჩინეთი ვერ შეძლებენ ამ გადაწყვეტილების დაბლოკვას. ასე რომ, ეს ძალიან სარისკო და საშიში გადაწყვეტილებაა.
პირველ რიგში ეს აჩვენებს რუსეთის სასოწარკვეთას, იმას რომ რაკეტები უთავდებათ და როგორც ჩანს, ქვეყნის შიგნით ასეთი იარაღის წარმოება არ შეუძლიათ.
როგორც ჩანს, ირანის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ მთელი ფსონები რუსეთსა და ჩინეთზე დადო. მათ აღარ ადარდებთ ურთიერთობები დასავლეთ ევროპასთანაც კი და ფიქრობენ, რომ გარკვეული კოალიცია უნდა ჩამოაყალიბონ სხვა სანქცირებულ ქვეყნებთან ერთად. ვფიქრობ, ეს ირანის მხრიდან დიდი სტრატეგიული შეცდომაა და რა თქმა უნდა, უკრაინელებს ყველანაირი უფლება აქვთ, რომ განრისხებულები იყვნენ. მესმის, რომ მათ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ენდომებათ და ეს ასეც უნდა გააკეთონ.
-სანქციები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ააქვს დასავლეთს კონტროლი იმაზე, რას აკეთებენ ავტოკრატიული ქვეყნები? რისი გაკეთება შეუძლია დემოკრატიულ სამყაროს გარდა არსებული სანქციებისა, რომელიც უკვე დაწესებული აქვს ირანისა და რუსეთისთვის?
-უკვე ვახსენე გაეროს სანქციების უკან დაბრუნება, რომლებიც დაასრულებს "ერთბლივ ყოველისმომცველ მოქმედების გეგმას". თუმცა, თქვენ მართალი ხართ, თუ ამ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ასე მოიქცნენ, ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია გარდა იმისა, რომ განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა და მივაწოდოთ მას თავდაცვითი იარაღები.
უკრაინისთვის საბედნიეროდ, ეს დრონები, როგორც ჩანს გამორჩეულად ხარისხიანები არაა. მათი უმრავლესობა ჩამოაგდეს და შეგვიძლია უკრაინას დავეხმაროთ კიდევ უფრო მეტის ჩამოგდებაში. შეგვიძლია დავეხმაროთ ინფრასტრუქტურის თავიდან აშენებაში, რომელიც დაზიანებული და განდაგურებულია დრონებით. ასევე, განვაგრძოთ რუსეთის იზოლაცია.
შიდა სიტუაცია რუსეთსა და ირანში სტაბილური არაა და ფაქტია, რომ უფროდაუფრო მეტი რუსი გამოხატავს ომის საწინააღმდეგო აზრს და ქვეყანას ტოვებს... ასევეა ირანშიც, სადაც პროტესტები უკვე თვეზე მეტია გრძელდება, რომლებიც ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობის გამო დაიწყო. ასე რომ, ისინი არ არიან პოპულარული რეჟიმები.
სანქციები ვერცხლის ტყვია არაა ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ და ვშიშობ, რომ ხანდახან ისინი, მხოლოდ უფრო კეტავენ ასეთ რეჟიმებს. მაგალითად კუბა და ჩრდილოეთ კორეაც გამოდგება. თუმცა, მგონია, რომ დროსთან ერთად ირანისა და რუსეთის ხალხები შეძლებენ, რომ საკუთარი ქვეყნის მართვა თავიანთ ხელში აიღონ. ვერ გეტყვით როდის მოხდება ეს.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ისრაელმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები არ მიაწოდა იმის გამო, რომ მათ რუსეთთან დაპირისპირების ეშინიათ.
ჩვენ არ ვაპირებთ ირანში, ან რუსეთში შესვლას. თუმცა, არსებობს სხვადასხვა გზები, რითიც ხალხის დახმარება შეგვიძლია. ვშიშობ, რომ მოგვიწევს სანქციების გაგრძელება. მე ყოველთვის არ ვემხრობი სანქციებს, ისინი საუკეთესო გამოსავლად არ მიმაჩნია, მაგრამ არცერთ ამ ქვეყანას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სანქციების მოხსნა დაემსახურებინა.
-როგორ ფიქრობთ, ეს გარიგება არის თუ არა ახალი ავტოკრატიული ერთობის დასაწყისი, თუ მხოლოდ რუსეთისა და ირანის გარიგებაა უკრაინის წინააღმდეგ? ამ დრომდე ჩინეთი, თითქოს, შედარებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, ან როგორც მინიმუმ ღიად რუსეთისთვის მხარი არ დაუჭერია. ირანი კი რუსეთს იარაღს აწვდის და გაცილებით უფრო აგრესიული პოზიცია უკავია ამ ომში.
-მართალია ჩინეთს რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია, მაგრამ ჩინეთი რუსეთისა და ირანისგან საწვავს ყიდულობს და ამ ქვეყნებს სტაბილურობას უნარჩუნებს, ასე რომ არ ვიტყოდი, რომ ჩინეთი ნეიტრალურია. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სი ძინ პინმა [ჩინეთის პრეზიდენტი], რუსეთის მიმართ მხარდაჭერა ზუსტად უკრაინაში ომის დაწყებამდე, წლის დასაწყისში გამოხატა. ასე რომ მე მათ ნეიტრალურებს ვერ ვუწოდებდი. ასე რომ ეს ავტორიტარული ქვეყნების ერთობაა და ეს სამწუხაროა.
ვფიქრობ, რომ დანარჩენი სამყარო კარგად ხვდება რა ხდება. იქნებიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც ორმაგ თამაშს შეეცდებიან. ერთ-ერთი ინდოეთია. ისინი მაგალითად, ირანისა და რუსეთისგან ფასდაკლებულ ნავთობს ყიდულობენ, ასევე დღემდე იარაღს იღებენ, ან იღებდნენ აქამდე, რუსეთისგან.
თუმცა, დროსთან ერთად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ უკრაინელები განაგრძობენ რუსების წარმატებულად უკან დახევას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და წარმოუდგენელი სიმამაცის ჩვენებას, მაშინ მსოფლიო უკრაინის მხარეს დარჩება. შეხედეთ გაეროს ასამბლეის სხდომას ცოტა ხნის წინ- მსოფლიოს ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა უკრაინას მხარი დაუჭირა და რუსეთის აგრესია დაგმო. ასე რომ მოთმინებით უნდა ვიყოთ და უკრაინას მხარი დავუჭიროთ ყველა შესაძლო გზით.
ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ ირანელ ხალხსაც თავიანთ ბრძოლაში სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც ისინი აბსოლუტურად დააღალატა. ამ სისტემამ ხალხი ყველა ნაბიჯზე დააღალატა. უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია, გარდა ამისა ქვეყანაში არაა პოლიტიკური, ან პერსონალური თავისუფლება. ეს ირანის ყველაზე ცუდი მთავრობაა, რაც მინახავს და მე მათ თვალ-ყურს რევოლუციის შემდეგ ვადევნებ. ისინი უარესები არიან ყველა მიმართულებით, ყველაზე მოძალადე და ყველაზე არაკომპეტენტური. ასე რომ, მგონია რაღაც იქაც შეიცვლება.
-დრონებს რომ დავუბრუნდეთ- როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე კონკრეტული გზები, რითიც დასავლეთს ამ დრონების მიწოდების შეჩერება, ან როგორც მინიმუმ, უკრაინის სხვაგვარად დახმარება შეუძლია?
-როგორც ჩანს, არსებობს გზები იმისთვის, რომ ჩაერიო დრონების ელექტრონულ სიგნალებში და მათ მიმართულება შეუცვალო, რათა ისინი არ დაეჯახონ კონკრეტულ სამიზნეებს. სხვადასხვა საშუალება და ტექნიკა არსებობს იმისთვის, რომ ამ დრონების წინააღმდეგ გამოიყენონ და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები უკრაინას ამ ტექნოლოგიას აწვდიან.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ისრაელმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები არ მიაწოდა იმის გამო, რომ მათ რუსეთთან დაპირისპირების ეშინიათ. ისრაელი საკუთარ თავს დემოკრატიას უწოდებს, რანაირი დემოკრატიაა, როდესაც სხვა დემოკრატიის დასაცავად არაფერს აკეთებ?
იქნებიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც ორმაგ თამაშს შეეცდებიან. ერთ-ერთი ინდოეთია. ისინი მაგალითად, ირანისა და რუსეთისგან ფასდაკლებულ ნავთობს ყიდულობენ, ასევე დღემდე იარაღს იღებენ, ან იღებდნენ აქამდე, რუსეთისგან.
მგონია, რომ ნამდვილი შეკითხვები უნდა დავუსვათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც ისრაელია, როგორიც საუდის არაბეთია. ისინი ამცირებენ ნავთობის მოპოვებას და პუტინის ჯიბეებს ასქელებენ. მათზე რას ვშვებით? რატომ უნდა მივცეთ, ან მივყიდოთ მათ იარაღი, თუ ისინი არ აპირებენ რომ ამ აგრესიის წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს მხარეს დადგნენ.
ზეწოლისა და შესაძლებლობების ბევრი ვარიანტი არსებობს, რომელიც ამერიკას და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ, თუ მათ სურთ, რომ გაამკაცრონ ურთიერთობები იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც უკრაინისთვის დახმარებაზე უარს ამბობენ.