ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რინკევიჩი: "რუსეთის სრულ მარცხამდე მოლაპარაკებების წარმატების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს"


ედგარს რინკევიჩი
ედგარს რინკევიჩი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დიპლომატიური გზით დასრულების იმედი ძალიან მცირეა მანამ, სანამ რუსეთის "სრულ მარცხს არ ვიხილავთ".

"ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები და სამშვიდობო შეთანხმებები რუსეთთან უბრალოდ არ მუშაობს. რუსეთს ისინი არ სჭირდება. თუკი რუსეთი გრძნობს, რომ უკრაინაში აგებს და თუ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი კარგავს გლობალურად საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა-თავდაჯერებას, მაშინ ვფიქრობ, ისინი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან", - ამბობს ედგარს რინკევიჩი "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" ერთობლივ პროექტ "ნამდვილ დროსთან" ინტერვიუში.

ლატვიის პირველი დიპლომატის აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს მოლაპარაკებებს, თუკი მოსკოვი და კიევი მზად იქნებიან, რომ ეს გზა აირჩიონ.

"მაგრამ ამავე დროს, თუკი ესა თუ ის შეთანხმება გაფორმდა, ეს მხოლოდ სანახევრო მიღწევა იქნება, თუკი იქვე არ იქნება გათვალისწინებული გარკვეული მკაცრი კონტროლი მის აღსრულებაზე. სხვაგვარად, არ მექნებოდა ილუზია, რომ რუსეთის ფედერაცია მას შეასრულებს", - ამბობს ედგარს რინკევიჩი.

რუსეთის ძალები ხმელეთზე უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილებს კარგავენ, მოსკოვი კი საჰაერო იერიშებს აძლიერებს. რუსული თავდასხმების სამიზნე გახდა არაერთი სამოქალაქო თუ ენერგო-ობიექტი.

"ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა შეიცვალა პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციიდან იმ ტაქტიკის მიმართულებით, რაც ნაცისტური გერმანიისგან გვახსოსვს და ვიცით. ვგულისხმობ, არსებითად, უკრაინელი ხალხის გენოციდს.

XS
SM
MD
LG