ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემებზე წნეხს აძლიერებს


რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა და ენერგოსადგურების დაბომბვამ ოთხშაბათს კიდევ უფრო მეტი უკრაინული სოფელი, ქალაქი და ორი ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე ზამთრის დასაწყისისთვის, რაც მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს უკრაინაში.

უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების თითქმის ორკვირიანი ციკლი თვითგამანდგურებელი დრონებითა და სხვა იარაღით, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსული ძალები სახმელეთო ბრძოლებისას, იძულებულნი გახდნენ პოზიციებზე უკან დაეხიათ.

ხერსონი ერთ-ერთი პირველია უკრაინულ ქალაქებს შორის, სადაც რუსული ძალები შეიჭრნენ და რომელზეც განსაკუთრებულად მობილიზებული შეტევა მიმდინარეობდა. იქ ახლა მოსკოვის მიერ დაყენებული არაღიარებული ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას უკრაინული თავდასხმისთვის ამზადებს. მოსკოვის მიერ დანიშნული პირები შიშობენ, რომ უკრაინა ხერსონის დაბრუნებას შეეცდება და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაბომბვას და ევაკუაციას უნდა ელოდოს.

ოთხშაბათს, მოსახლეობას ტექსტური შეტყობინებები მიუვიდა, რომელიც მოუწოდებდა დაეტოვებინათ ქალაქის სამხრეთ ნაწილი. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.

მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ევაკუაცია ნებაყოფლობითია. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ევაკუირებისთვის ერთადერთი მარშრუტი მხოლოდ რუსეთშია.

სერგეი სუროკინმა, რუსეთის ძალების გენერალმა, ხერსონში რუსული ჯარების განლაგებას "ძალიან რთული" უწოდა. ხერსონი ერთ-ერთია იმ ოთხი რეგიონიდან, რომელიც უკვე თვეებია, რაც ნაწილობრივ, ან სრულადაა ოკუპირებული რუსების მიერ.

ესკალაცია პუტინის ე.წ. ენერგო-ომში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:50 0:00

XS
SM
MD
LG