უკრაინის სამხრეთ ქალაქ ხერსონში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ანტონივსკის ხიდი ჩაინგრა. ის ერთადერთი გზა იყო, რომელიც ამ რეგიონულ დედაქალაქს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას, მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირს აკავშირებდა.
აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარასკევს, 11 ნოემბერს გაავრცელა. მათი ცნობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილ ფოტოებს ეყრდნობოდა, სადაც ჩანდა, რომ ხიდს მთელი სექცია აკლია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ანტონივსკის ხიდის კოლაფსი. სხვა უახლოესი გზა, რომელიც მდინარე დნიპროზე გავლით ხერსონთან მიდის, დაახლოებით 70 კილომეტრის დაცილებით მდებარეობს.
რუსეთმა ოთხშაბათს, 9 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ხერსონის რეგიონს, დნიპროს დასავლეთ ნაპირს ტოვებს და მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადადის. თუ რუსეთი მართლაც სრულად გავა ამ ტერიტორიიდან, რომელიც მან წინა თვეში ანექსირებულად გამოაცხადა, ეს კიევის მისადგომების დატოვების შემდეგ, მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკანდახევა იქნება უკრაინაში მიმდინარე მთელი ომის განმავლობაში.
Facebook Forum