უკრაინელი სამხედროები სამხრეთში ხერსონის მიმართულებით წინ მიიწევენ, მას შემდეგ რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ ქალაქიდან მისი ძალები უკან იხევენ. კიევისთვის მოსკოვის უკან დახევა ხერსონში მნიშვნელოვანი წინსვლაა.
უკრაინის გენშტაბის ხელმძრვანელმა, ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში წინ 7 კილომეტრით წაიწიეს და სამხრეთში, 12 დასახლება დაიკავეს. თუმცა ზალუჟნის არ დაუდასტურებია, გაყავს თუ არა რუსეთს საკუთარი ძალები.
„ჩვენ ვაგრძელებთ კონტრ-შეტევას ჩვენი გეგმის მიხედვით“, - განაცხადა ზალუჟნიმ "ტელეგრამზე".
თუ რუსეთი გავა იმ ტერიტორიიდან, რომელიც მან ანექსირებულად გასულ თვეში გამოაცხადა, ეს მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკანდახევა იქნება ომის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მისი ძალები კიევიდან გავიდნენ. ხერსონიდან გასვლა ფრონტის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს ბოლო 9 თვის განმავლობაში.
მოსკოვმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი ჯარი უკან იხევდა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან, მათ შორის ქალაქ ხერსონიდან, რომელიც ერთადერთი რეგიონული ადმინისტრაციული ცენტრია, რომელსაც რუსეთი ომის 9 თვის განმავლობაში აკონტროლებს.
უკრაინელი ოფიციალური პირები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, რუსეთი უკან ნგრევას მოიტოვებს, გასვლასთან ერთად.
მიხაილო პოდოლიაკმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციეს. მისი თქმით, რუსი ჯარი ყველგან, საცხოვებელი სახლებიდან დაწყებული კანალიზაციით დამთავრებული, ნაღმებს ანთავსებს. მისი თქმით, მოსკოვი გააგრძელებს ქალაქზე იერიშს დნეპრის მეორე მხარიდან.
რუსეთი უარყოფს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
ზელენესკიმ საკუთარ მიმართვაში, ხერსონი მხოლოდ ერხელ ახსენა და თქვა, რომ უკრაინული სამხედროები იმაგრებენ პოზიციებს „ნაბიჯ-ნაბიჯ“.
რუსულმა სახელმწიფო მედიამ და ომის ანალიტიკოსებმა, მოსკოვის ეს ნაბიჯი დაიცეს, როგორც საჭირო გადაწყვეტილება, თუმცა აღიარეს, რომ უკანდახევაა.
„ვიცი, რომ ეს იოლი გადაწყვეტილება არაა არავისთვის. არც მათთვის ვინც მიიღო, არც ჩვენთვის ვინც ვიცოდით რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ვლოცულობდით ასე არ ყოფილიყო“, - განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა, რუსეთის პროპაგანდისტული „არ-ტის“ დირექტორმა.
უკანდახევის შედეგად, რუსეთს „სპეციალური ოპერაციის“ ფარგლებში, მხოლოდ მცირედი წარმატებები აქვს. თუმცა მოსკოვი ჯერ ისევ აკონტროლებს, უკრაინის სამხრეთის ნაწილს და ინარჩუნებს სახმელეთო კორიდორს ყირიმთან.
ხერსონში გამარჯვებამ, შესაძლოა დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი, ვინც კიევზე ზეწოლისკენ მოუწოდებდა, დაარწმუნოს, რომ მან რუსეთთან მოილაპარაკოს, დაამშვიდოს, ამბობს ავსტრიელი გადამდგარი გენერალი, მიკ რაიანი.
„ეს აჩვენებს უკრაინის სტრატეგიის და მიდგომის სისწორეს. ისინი აღწევენ წარმატებას და რუსებმა ეს იციან“, - თქვა მან.