ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინასთან ომში დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს - ამერიკელი გენერალი


უმაღლესი რანგის ამერიკელი გენერლის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში, მოკლული და დაჭრილი რუსი ჯარიაკაცების რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს. მისივე თქმით, "ალბათ" მსგავსი მსხვერპლი განიცადა, კიევის შეიარაღებულმა ძალებმაც.

გენერალ მარკ მილის მიერ გაკეთებული განცხადება, რუსული ჯარების მიერ განცდილი მსხვერპლის (დაღუპული და დაჭრილი) შესახებ, თითქმის ცხრათვიანი ომის განმავლობაში ამერიკის ყველაზე მაღალი შეფასებაა.

უკრაინაში დიპლომატიის პერსპექტივების შესახებ დასმულ კითხვაზე, მილიმ აღნიშნა, რომ პირველ მსოფლიო ომში, მოლაპარაკებაზე ადრეულმა უარის თქმამ ადამიანთა ტანჯვა გაართულა და მილიონობით მეტი მსხვერპლი გამოიწვია.

"ასე რომ, როცა არის მოლაპარაკების შესაძლებლობა, როცა მშვიდობის მიღწევაა შესაძლებელი... გამოიყენე მომენტი“, -განაცხადა მილიმ "ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში".

ოთხშაბათს რუსეთმა, ქალაქ ხერსონიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. ანალიტიკოსები ამას, მოსკოვისთვის მნიშვნელივან უკუსვლად აფასებენ.

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ მოსკოვის უახლესმა წარუმატებლობამ, შესაძლოა უკრაინას ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების საშუალება მისცეს. ზოგი კი ამტკიცებს, რომ რუსეთმა შესაძლოა მოლაპარაკებები დროის მოსაგებად გამოიყენოს, - განახლებული ძალების საგაზაფხულო შეტევისთვის.

მილის თქმით, თავდაპირველი მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ რუსეთი ხერსონიდან გასვლას აპირებს. მაგრამ, ფიქრობს, რომ მის დასრულებას შეიძლება დრო დასჭირდეს.

"ამას არ დასჭირდება ერთი, ან ორი დღე. ამას დღეები და შესაძლოა კვირებიც კი დასჭირდეს" - თქვა მილიმ. მისი შეაფასებით, რუსეთს მდინარე დნეპრის ჩრდილოეთით, სავარაუდოდ 20 000-დან, 30 000-მდე ჯარისკაცი ჰყავდა.

მილიმ თქვა, რომ კონფლიქტმა, ამ დრომდე, 15 მილიონიდან 30 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილად აქცია და სავარაუდოდ 40 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG